ზუსტად 25 წლის წინ, პროფესიონალურ ფეხბურთში ჯანლუიჯი ბუფონის დებიუტი შედგა. 1995 წლის 19 ნოემბერს, 17 წლის ბუფონმა „პარმასა“ და „მილანის“ წინააღმდეგ ითამაშა. დებიუტი შესანიშნავი გამოდგა, რობერტო ბაჯოს, ჟორჟ ვეასა და ზვონიმირ ბობანის წინააღმდეგ პატარა ჯიჯიმ დიდებულად ითამაშა და გუნდს ქულის მოპოვებაში ლამაზი სეივებით დაეხმარა (0:0).
მას შემდეგ 25 წელი გავიდა, ბუფონი ისევ მოედანზე და აგრძელებს საფეხბურთო კარიერას. ჯიჯიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მაშინ სამყარო განსხვავებული იყო:
„როდესაც სერია A-ში დებიუტი მქონდა, სამყარო სრულიად სხვანაირი იყო. ჯერ მხოლოდ 25 წელი გავიდა.9 132 დღე, 219 168 საათი და ჯერ არ დასრულებულა. მოდით ერთად ჩავუღრმავდეთ წარსულს“, – დაწერა ბუფონმა.
შეგახსენებთ, რომ ბუფონი “იუვენტუსში” 2001 წელს გადავიდა, სადაც 2018 წლამდე ითამაშა, შემდეგ პსჟ-ში ითამაშა, ხოლო ტურინში 2019 წელს დაბრუნდა და დღემდე ტურინელთა კარს იცავს.
Quando ho debuttato in Serie A, il mondo era completamente diverso.
Eppure sono passati solo 25 anni. 9132 giorni. 219.168 ore (e ancora non è mica finita…😜)
Facciamo un tuffo nel passato insieme…#Buffon1995 #TBT pic.twitter.com/krVw2zy95k— Gianluigi Buffon (@gianluigibuffon) November 19, 2020