ტურინის „იუვენტუსი“ უეფას რეიტინგში პროგრესს აგრძელებს და მეხუთე ადგილიდან მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა.
სულ ახლახან განახლებულ რეიტინგში „იუვეს“ 108.000 ქულა აქვს და მადრიდის „ატლეტიკოს“ გადაასწრო. ანდრეა პირლოს გუნდს ევროპის მასშტაბით მხოლოდ „ბაიერნი“, „ბარსელონა“ და „რეალი“ უსწრებენ.
უეფას რეიტინგი, საუკეთესო ათეული:
1. „ბაიერნი“ – 117.000 ქულა
2. „ბარსელონა“ – 112.000 ქულა
3. „რეალი“ – 108.000 ქულა
4. „იუვენტუსი“ – 107.000 ქულა
5. „ატლეტიკო“ – 106.00 ქულა
6. „მანჩესტერ სიტი“ – 100.000 ქულა
7. „მანჩესტერ იუნაიტედი“ – 95.000 ქულა
8. პსჟ – 95.000 ქულა
9. სევილია – 88.000 ქულა
10. ლივერპული – 87.000 ქულა