ტურინის „იუვენტუსმა“ სანაკრებო პაუზის შემდეგ სერია A-ს უახლოესი მატჩისთვის მზადება აქტიურად დაიწყო. თუმცა, ანდრეა პირლოს ძალიან მცირე დრო აქვს, რადგან ორ დღეში თამაშია.
გუნდს დაუბრუნდნენ პაულო დიბალა და ფედერიკო კიეზა, რომლებიც ამ პაუზის დროს ვარჯიშს ვერ ახერხებდნენ. ისევ ტრავმირებულნი არიან ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი, რაც იმას ნიშნავს, რომ დაცვის ცენტრში პრობლემებია.
თუმცა, გამოჯანმრთელდა მატიას დე ლიხტი, რომელიც გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს და იტალიური მედიის ცნობით, მისი სასეზონო დებიუტიც შაბათს შედგება, როდესაც მერიჰ დემირალს შეუწყვილდება.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს მერვე ტურში 21 ნოემბერს, ტურინში, „კალიარის“ უმასპინძლებს.
Meno 2️⃣a #JuveCagliari
Le ultime dal #TrainingCenter ➡️https://t.co/gEMXuDm20t pic.twitter.com/vRIESVZ1eC— JuventusFC (@juventusfc) November 19, 2020