ტურინის „იუვენტუსი“ ნახევარდაცვის გაძლიერებას მანუელ ლოკატელის ტრანსფერით აპირებს. ანდრეა პირლოს ახალგაზრდა იტალიელი ძალიან მოსწონს და მისი ყიდვა ჯერ კიდევ ზაფხულში უნდოდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.
მიუხედავად ამისა, ტურინელები დანებებას არ აპირებენ და „სასუოლოსთან“ ისევ დაიწყებენ მოლაპარაკებას. აღსანიშნავია, რომ ლოკატელის პროგრესი აქვს, კლუბშიც შესანიშნავად თამაშობს და იტალიის ნაკრებშიც ბოლო დროს კარგი პრესა აქვს.
ლოკატელის ფასი დაახლოებით 45 მილიონი ევროა. „სასუოლოში“ განაცხადეს, რომ მის გაყიდვას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში არ აპირებენ. თუმცა, გამორიცხული არაა, სიტუაცია შეიცვალოს და მანუელი იანვარში ტურინში გადავიდეს. თუ ასე არ მოხდება, მაშინ „ბებერი სინიორა“ ტრანსფერის დახურვას ზაფხულში ეცდება.