მთავარი / სიახლეები (გვერდი 320)

სიახლეები

პარატიჩი: “დიბალასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვსაუბრობთ”

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ განაცხადა, რომ პაულო დიბალასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები ისევ მიმდინარეობს. გარდა ამისა, კომენტარი რთულ ეკონომიკურ პერიოდზეც გააკეთა. „დიბალასთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, ყოველთვის ვსაუბრობთ და ყოველდღიურად და ყოველკვირეულად განვიხილავთ კონტრაქტის განახლების საკითხს. ვნახოთ რა მოხდება მომდევნო კვირებში, მაგრამ ეს არის ფართო დისკუსია, რომელიც ეხება არა მხოლოდ …

სრულად წაკითხვა »

ალექს სანდრო: “ბედნიერი ვარ, რომ ისევ 90 წუთი ვითამაშე”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ალექს სანდრომ „ფერენცვაროშთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ბრაზილიელი განაპირა მცველისთვის დიდხნიანი პაუზის შემდეგ ეს იყო პირველი მატჩი, რომელიც თავიდან ბოლომდე ითამაშა. „ბედნიერი ვარ, რომ 90 წუთი ვითამაშე, გუნდი ძალიან დამეხმარა. ადვილი არ არის მოედნის მიღმა დიდი დროის გატარება. ბედნიერი ვარ გამარჯვებით. ჩემი როლი ყოველთვის იყო ფლანგზე თამაში …

სრულად წაკითხვა »

ნედვედი: “არ ველოდი, რომ პირლო ასეთი შემტევი სტილის იქნებოდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა ანდრეა პირლოს შესახებ ისუაბრა. ჩეხი გაკვირვებულია, რომ პირლო შემტევი ფეხბურთის მიმდევარია. „მერვედფინალში გასვლა მნიშვნელოვანია, რადგან შობამდე 9 თამაში გველოდება და ეს შეამსუბუქებს ინენსივობას. გულწრფელად გითხრათ, პირლოსგან არ ველოდებოდი, რომ ასეთი შემტევი სტილი ექნებოდა, რადგან ამის გაკეთება ადვილი არ არის იტალიაში, სადაც საუკეთესო დაცვით იგებ თამაშებს. …

სრულად წაკითხვა »

დე ლიხტი: “უფრო სწრაფად და მაღალი პრესინგით უნდა ვითამაშოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა „ფერენცვაროშთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ნიდერლანდელი ფეხბურთელის განცხადებით, ძალიან რთული მატჩი იყო. „რთული თამაში იყო. „ფერენცვაროში“ ვიწროდ თამაშობდა და რთული იყო თავისუფალი მოთამაშის პოვნა ხაზებს შორის. უფრო სწრაფად უნდა ვითამაშოთ მაღალი პრესინგით, დიდი სითამამით, რადგან ასე უფრო მეტი საგოლე შანსის შექმნას შევძლებთ“, – …

სრულად წაკითხვა »

მორატა: “ახლა უფრო სრულყოფილი ფეხბურთელი ვარ”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ „ფერენცვაროშთან“ გამარჯვების გოლი გაიტანა და თავისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გაიყვანა. ესპანელს ამ ტურნირზე 5 გოლი აქვს გატანილი და მხოლოდ ერლინგ ჰოლანდს ჩამორჩება (ერთი გოლით). მატჩის შემდეგ ესპანელმა ფორვარდმა კომენტარი გააკეთა და როგორც გუნდის, ისე საკუთარი თამაში შეაფასა. „ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მატჩი შეიძლება რთული იყოს …

სრულად წაკითხვა »

ბენტანკური: “გვინდა ყველა ტურნირში მაქსიმუმს მივაღწიოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა როდრიგო ბენტანკურმა „ფერენცვაროშთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ურუგვაელი ფეხბურთელის განცხადებით, მთავარი გამარჯვება იყო, რასაც მიაღწიეს. „ყველაზე მნიშვნელოვანი სამი ქულის მოიპოვება და მერვედფინალში კვალიფიკაცია იყო. ვიცით, რომ ყველა თამაში რთულია, ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც „კალიარისთან“, მაგრამ სამი ქულით კმაყოფილი ვარ. ახლა ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი თამაში დარჩა, …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” ისტორიაში პირველად იტალიელი მცველების და მეკარის გარეშე ითამაშა

„იუვენტუსის“ დაცვის ხაზი იტალიის ნაკრებთან ასოცირდება, წარსულშიც და აწმყოშიც, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე „ფერენცვაროშთან“ ისტორიაში პირველად „ბებერმა ქალბატონმა“ ამ რგოლში იტალიელი ფეხბურთელების გარეშე ითამაშა. „იუვეს“ 123-წლიან ისტორიაში პირველად მოხდა, რომ მეკარე და ყველა მცველი ლეგიონერი იყო. უნგრეთის ჩემპიონთან უკანა ხაზში პოლონელმა, ნიდერლანდელმა, კოლუმბიელმა და ორმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ითამაშა…

სრულად წაკითხვა »

ანდრეა პირლოს მატჩის შემდგომი კომენტარი

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ფერენცვაროშთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, ტემპი დაბალი იყო და ბურთიც ნელა მოძრაობდა, რის გამოც კარგად ვერ ითამაშეს. „გვინდოდა თამაში სხვანაირად დაგვეწყო, რადგან ცოტათი მოდუნებულები ვიყავით და მოგვიწია მეტოქისთვის დევნა. პირველი წნეხი არ იყო ისეთი ძლიერი, როგორიც გვსურდა. პირველ ტაიმში შეცდომები …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საგზური მოიპოვა

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საგზური მოიპოვა. ეს ორი ტურით ადრე გააკეთა, სანამ ჯგუფური ეტაპი დასრულდება, მაგრამ უნგრულ „ფერენცვაროშთან“ მეტის მოლოდინი იყო. ანდრა პირლოს გუნდმა ცუდად ითამაშა და 2 წუთი დააკლდა, ქულები დაეკარგა. ტურინელებმა გოლი სწრაფადვე მიიღეს, თავი უზუნიმ გამოიჩინა და „იუვენტუსი“ ჩამორჩა. 16 წუთში კრიშტიანუ რონალდუმ გაათანაბრა და პირველი …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “ფერენცვაროშთან”

ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგაზე „ფერეცვაროშს“ უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში მერვედფინალში გავა. ცნობილია გუნდის განაცხადი, რომელსაც ბოლო მომენტში ჯანუიჯი ბუფონი გამოაკლდა. ვეტერან მეკარეს ტრავმა აქვს, რომლის ხარისხი ამ ეტაპზე უცნობია: მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, ისრაელი მცველები: დე ლიხტი, ალექს სანდრო, დანილო, კუადრადო, დრაგუსინი, ფრაბოტა ნახევარმცველები: არტური, რემზი, მაკკენი, კიეზა, რაბიო, ბენტანკური, ბერნარდესკი, …

სრულად წაკითხვა »