მთავარი / სიახლეები (გვერდი 330)

სიახლეები

პირლო: “ეს თამაში განვითარებაში დაგვეხმარება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ბარსელონასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მეტოქე მათზე წინაა და ასეთი თამაში განვითარებაში დაეხმარებათ. „ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა, „ბარსელონას“ გზაზე ჩვენზემეტი ნაბიჯი აქვს გადადგმილი, ჰყავთ ფეხბურთელები, რომელთაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გამოცდილება აქვთ. ზოგი ჩვენგანი ამ ტურნირზე მეორედ თამაშბდა. საბოლოოდ, ეს მატჩი …

სრულად წაკითხვა »

უფანტაზიო, უემოციო და უიმედო წაგება

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „ბარსელონას“ უმასპინძლა და 0:2 წააგო. ეს მიმდინარე სეზონში პირველი მარცხია და შესაბამისად, სადებიუტო წაგებაა ანდრეა პირლოსთვისაც. „იუვემ“ ძალიან სუსტად ითამაშა, იმდენად სუსტად, რომ „ბარსელონას“ გაცილებით დიდი ანგარიშით უნდა მოეგო. „იუვენტუსის“ ნახევარდაცვაში ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ არავინ იყო, რამაც მცველებს საქმე ძალიან გაურთულა. ტურინული გუნდიდან …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “ბარსელონა”: ძირითადი შემადგენლობები

ტურინის “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში “ბარსელონას” დაუპირისპირდება. ცნობილია გუნდების ძირითადი შემადგენლობები: „იუვენტუსი“ (4-2-3-1): შჩესნი; კუადრადო, დემირალი, ბონუჩი, დანილო; ბენტანკური, რაბიო; კულუშევსკი, დიბალა, კიეზა; მორატა „ბარსელონა“ (4-2-3-1): ნეტო; სერხი რობერტო, არაუხო, ლენგლე, ალბა; პიანიჩი, დე იონგი; დემბელე, მესი, პედრი; გრიზმანი შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.   FRA …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “ბარსელონასთან”

ტურინის „იუვენტუსის“ განაცხადი „ბარსელონასთან“ ცნობილია და მაში ლეონარდო ბონუჩიცაა. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია მოახერხებს თუ არა ის ძირითად შემადგენლობაში თამაშს. მეკარეები: შჩესნი, პონსოლიო, ბუფონი მცველები: დანილო, კუადრადო, ბონუჩი, დემირალი, დე ვინტერი, ფრაბოტა, რიჩიო ნახევარმცველები: არტური, რემზი, მაკკენი, კიეზა, რაბიო, ბენტანკური, ბერნარდესკი, პორტანოვა, კულუშევსკი თავდამსხმელები: მორატა, დიბალა შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ – „ბარსელონას“ …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ: “კორონავირუსის ტესტი სისულელეა”

ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუ კორონავირუსის პისიარ ტესტს სისულელე უწოდა. პორტუგალიელი გულდაწყვეტილია, რომ “ბარსელონასა” და ლიონელ მესის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. “კარგად ვარ და ჯანმრთელი ვარ. ფორცა იუვე! PCR ტესტი სისულელეა”, – წერს კრიშტიანუ ინსტაგრამში. რონალდუს ბოლო ტესტის პასუხი გუშინ ისევ დადებითი აღმოჩნდა და “ბარსელონასთან” დღეს მისი თამაში საბოლოოდ გამოირიცხა. ფეხბურთელი …

სრულად წაკითხვა »

რონალდუს კორონავირუსი ისევ აქვს და “ბარსელონასთან” ვერ ითამაშებს

“იუვენტუსის” თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს „ბარსელონასთან“ თამაში საბოლოოდ გამოირიცხა. პორტუგალიელს ამის შანსი შერჩენილი ჰქონდა, მაგრამ კორონავირუსის მორიგი ტესტირების პასუხი კვლავ დადებითი აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდს ვერ შეუერთდება. რონალდუმ უკვე 15 დღეა დაინფიცირებულია, ვირუსის დამარცხება ჯერჯერობით ვერ მოახერხა და იზოლაციაში ყოფნას აგრძელებს. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ – „ბარსელონას“ მატჩი დღეს თბილისის …

სრულად წაკითხვა »

კუმანი: “იუვე” შესანიშნავი გუნდია და გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს”

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა „იუვენტუსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. ნიდერლანდელი სპეციალისტის განცხადებით, „იუვე“ ძალიან ძლიერი გუნდია და გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს. „იუვე“ შესანიშნავი გუდია, გამოცდილი ფეხბურთელებით. იციან როგორ გააკონტროლონ თამაში. დიბალა შესანიშნავი ფეხბურთელია, ისევე როგორც მორატა, მაგრამ ნახევარდაცვაშიც ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან. მაღალი დონის მატჩი იქნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კარგი შედეგის მიღწევა …

სრულად წაკითხვა »

პიანიჩი: “იუვეს” კარგად ვიცნობ, ტურინიდან ქულების წაღება ძალიან ძნელია”

„იუვენტუსი“ – „ბარსელონას“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მირალემ პიანიჩი წარსდგა, რომელიც ესპანურ გუნდში თითქმის სამი თვის წინ სწორედ „იუვედან“ გადავიდა. ბოსნიელი ფეხბურთელის განცხადებით, ტურინში დაბრუნებით ძალიან ბედნიერია. „ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ აქ დაბრუნება მომიწია. „იუვენტუსში“ ოთხი წელი გავატარე, დადებითი მოგონებები მაქვს და ბედნიერი ვარ, რომ ვნახე ადამიანები, რომლებიც აქ მუშაობენ. სამწუხაროა, რომ …

სრულად წაკითხვა »

დანილო: “გამარჯვების დიდი სურვილი გვაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი დანილო ანდრეა პირლოს „ბარსელონასთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ახლდა და ხვალინდელ თამაშზე ისაუბრა. ბრაზილიელს ამ დაპირისპირებაში დიდი ალბათობით, მისთვის უჩვეულოდ, ცენტრალურ მცველად მოუწევს თამაში. „დიდი გუნდების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის შესანიშნავია. გამარჯვების დიდი სურვილი გვაქვს. გულშემატკივრებთან ერთად ყველაფერი უფრო ლამაზი იქნებოდა, მაგრამ კონცენტრირებულები ვართ და ვინც მოედანზე გავა, მაქსიმუმს გაიღებს. …

სრულად წაკითხვა »

ანდრეა პირლოს პრესკონფერენცია “ბარსელონასთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ კატალონიის „ბარსელონასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა მეტოქის სიძლიერეს ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ ურთულესი თამაში ელოდებათ. „ბარსა“ ძლიერი გუნდია, რომელიც დაკომპლექტებულია დიდი ფეხბურთელებისგან, მიუხედავად პიკესა და კოუტინიოს არყოფნისა. ამიტომ, განსაკუთრებული მონდომებით და სურვილით უნდა ვითამაშოთ. ეს თამაში გადამწყვეტი არა, მაგრამ დიდი გამოწვევაა, რომელშიც …

სრულად წაკითხვა »