ლეონარდო ბონუჩი ტრავმირებულია. 33 წლის მცველმა იტალიის ნაკრების შეკრება დატოვა და ტურინში დაბრუნდა, რისი მიზეზიც კუნთის ტრავმაა.
„არ შემიძლია გუნდთან ერთად ყოფნა. ბოლო 20 დღე რთული იყო, განსაკუთრებით „ლაციოსთან“ მატჩის ბოლო ნახევარი საათი. იმედი მქონდა, რომ გამივლიდა, მაგრამ ტკივილი ისევ მაქვს. იძულებული ვარ გავჩერდე. ახლა ტურინში შევაფასებთ სიტუაციას. სამწუხაროდ, ეს ხდება. მინდოდა ნაკრებთან ერთად ვყოფილიყავი, რადგან უკვე ვნახეთ ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებს რა შეუძლიათ. ჩვენის მხრივ გამოცდილი მოთამაშეები ვცდილობთ მათ დავეხმაროთ.
ლევანდოვსკი? აჩერბი გუნდშია და ის გააჩერებს. ჩვენ საიმედო ხელში ვართ და გამარჯვებას მოვიპოვებთ“, – უთხრა ბონუჩიმ “რაი სპორტს”.
იტალიის ნაკრები დღეს ერთა ლიგაზე პოლონეთს ხვდება, ხოლო რა პერიოდით მოუწეს ბონუჩის უქმობა, ეს ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა, ანდრეა პირლოს გუნდისთვის სერიოზული პრობლემაა, რადგან ჯორჯო კიელინიც ტრავმირებულია.