მთავარი / სიახლეები (გვერდი 322)

სიახლეები

ანდრეა პირლოს მატჩის შემდგომი კომენტარი

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „კალიარისთან“ (2:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ის კმაყოფილი დარჩა თამაშით და აღნიშნა, რომ მისი გუნდის სათამაშო მეთოდი ასეთი უნდა იყოს. გარდა ამისა, ანდრეამ ცალკეულად ფეხბურთელებზე ისაუბრა და მათი თამაშიც შეაფასა. „ინტერპრეტაცია შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ჩვენი სათამაშო მეთოდი იგივე უნდა იყოს. შესანიშნავი თამაში ჩავატარეთ, განსაკუთრებით …

სრულად წაკითხვა »

რონალდუს დუბლით “იუვემ” 3 ქულა მოიპოვა

სანაკრებო პაუზის შემდეგ სეზონი „იუვენტუსმა“ კარგად განაახლა და სერია A-ს მერვე ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ანდრეა პირლოს გუნდმა საკუთარ მოედანზე „კალიარის“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, როდესაც კრიშტიანუ რონალდუმ დუბლი შეასრულა. პორტუგალიელმა ორივე გოლი ტაიმის მიწურულს გაიტანა, ხოლო მანამდე „იუვე“ დიდ უპირატესობას ფლობდა და რამდენჯერმე შეეძლო …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “კალიარისთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მერვე ტურში „კალიარის“ უმასპინძლებს. ანდრეა პირლოს გუნდის განაცხადი ცნობილია, რომელშიც მიმდინარე სეზონში პირველად მოხვდნენ მატიას დე ლიხტი და ალექს სანდრო. მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, ბუფონი მცველები: დე ლიხტი, ალექს სანდრო, დანილო, კუადრადო, დემირალი, დი პარდო, ფრაბოტა ნახევარმცველები: არტური, მაკკენი, კიეზა,რაბიო, ბენტანკური, ბერნარდესკი, პორტანოვა, კულუშევსკი თავდამსხმელები: რონალდუ, მორატა, …

სრულად წაკითხვა »

იტალიის სუპერთასის მატჩის ჩატარების თარიღი ცნობილია

იტალიის სუპერთასის 2020 წლის მატჩი 2021 წლის 20 იანვარს გაიმართება. Lega Calcio-მ ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. სუპერთასისთვის იტალიის მოქმედი ჩემპიონი „იუვენტუსი“ და იტალიის თასის მოქმედი გამარჯვებული „ნაპოლი“ დაუპირისპირდებიან. ცნობილია ისიც, რომ მატჩი იტალიაში, კერძოდ, ქალაქ რეჯიო ემილიაში, „მაპეი სთედიუმზე“ გაიმართება.

სრულად წაკითხვა »

ანდრეა პირლო: “ადაპტაციისა და ექსპერიმენტების დრო ამოიწურა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო „კალიარისთან“ მატჩამდე Juventus TV-ს ესაუბრა. როგორც მან განაცხადა, ექსპერიმენტებისა და ადაპტაციის დრო დასრულებულია და გუნდმა ამიერიდან ქულები მაქსიმალურად უნდა დააგროვოს. „ჩემმა ფეხბურთელებმა ნაკრებში კარგად ითამაშეს? არ ვიცი არის თუ არა ეს ჩვენი დამსახურება. მაგრამ ისინი კარგი ფეხბურთელები არიან და ბოლო პერიოდში ნაკლებად უწევდათ თამაში. …

სრულად წაკითხვა »

დ’ამიკო: “ინსინიეს შედარება დელ პიეროსთან? ალექსი მიუღწეველია”

ფიფას აგენტმა ანდრეა დ’ამიკომ იტალიურ მედიასთან ლორენცო ინსინიესა და ალესანდრო დელ პიეროს შედარებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ეს ინსინიესთვის დიდი კომპლიმენტია. „დელ პიერო იტალიური ფეხბურთის ხატია. ალექსისა და ინსინიეს შედარება ლორენცოსთვის კომპლიმენტია. თუმცა, მე მაინც მჯერა, რომ დელ პიერო მიუღწეველია“, – თქვა დ’ამიკომ. აქვე გეტყვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინსინიე ნეაპოლელია, …

სრულად წაკითხვა »

მარკიზიო: “ლოკატელი სრულყოფილი ფეხბურთელია, იმედია რომელიმე იტალიური გუნდი იყიდის”

ტურინის „იუვენტუსი“ და განსაკუთრებით ანდრეა პირლო „სასუოლოსა“ და იტალიის ნაკრების ნახევარმცველით, მანუელ ლოკატელით არიან დაინტერესებულნი. 22 წლის ნახევარმცველი ჩინებულ ფორმაშია და ბოსნიასთან მორიგი შესანიშნავი თამაში ჩაატარა, ბრწყინვალე საგოლე პასიც გააკეთა. „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი კლაუდიო მარკიზიო კი მას ტვიტერის მეშვეობით აქებს. „ის ნამდვილად ძალიან იზრდება. ამ ნაკრებისთვის შეუცვლელია. იმედია, რომელიმე იტალიური …

სრულად წაკითხვა »

“ატლეტიკოს” პრეზიდენტი: “იუვეს” მორატა თუ სურს, ფული უნდა გადაგვიხადონ”

მადრიდის „ატლეტიკოს“ პრეზიდენტმა ენრიკო სერეზომ ალვარო მორატას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ „იუვენტუსს“ თუ მისი შენარჩუნება სურს, ფული უნდა გადაიხადოს. „ის იმსახურებს ყველაფერს, რასაც აკეთებს. ყოველთვის ბევრს იბრძვის გასატანად და ეს ჩანს. როგორც ჩანს, მართლაც იპოვა სწორი გზა. ის ჯერ კიდევ „ატლეტიკოს“ ფეხბურთელია, „იუვენტუსში“ ორწლიანი იჯარითაა, გამოსყიდვის ვარიანტით. თუ „ბიანკონერის“ …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” “კალიარისთან” მატჩისთვის ემზადება

ტურინის „იუვენტუსმა“ სანაკრებო პაუზის შემდეგ სერია A-ს უახლოესი მატჩისთვის მზადება აქტიურად დაიწყო. თუმცა, ანდრეა პირლოს ძალიან მცირე დრო აქვს, რადგან ორ დღეში თამაშია. გუნდს დაუბრუნდნენ პაულო დიბალა და ფედერიკო კიეზა, რომლებიც ამ პაუზის დროს ვარჯიშს ვერ ახერხებდნენ. ისევ ტრავმირებულნი არიან ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი, რაც იმას ნიშნავს, რომ დაცვის …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” უეფას რეიტინგში პროგრესირებს და უკვე საუკეთესო ოთხეულშია

ტურინის „იუვენტუსი“ უეფას რეიტინგში პროგრესს აგრძელებს და მეხუთე ადგილიდან მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა. სულ ახლახან განახლებულ რეიტინგში „იუვეს“ 108.000 ქულა აქვს და მადრიდის „ატლეტიკოს“ გადაასწრო. ანდრეა პირლოს გუნდს ევროპის მასშტაბით მხოლოდ „ბაიერნი“, „ბარსელონა“ და „რეალი“ უსწრებენ. უეფას რეიტინგი, საუკეთესო ათეული: 1. „ბაიერნი“ – 117.000 ქულა 2. „ბარსელონა“ – 112.000 ქულა 3.  …

სრულად წაკითხვა »