მადრიდის „ატლეტიკოს“ პრეზიდენტმა ენრიკო სერეზომ ალვარო მორატას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ „იუვენტუსს“ თუ მისი შენარჩუნება სურს, ფული უნდა გადაიხადოს.
„ის იმსახურებს ყველაფერს, რასაც აკეთებს. ყოველთვის ბევრს იბრძვის გასატანად და ეს ჩანს. როგორც ჩანს, მართლაც იპოვა სწორი გზა. ის ჯერ კიდევ „ატლეტიკოს“ ფეხბურთელია, „იუვენტუსში“ ორწლიანი იჯარითაა, გამოსყიდვის ვარიანტით. თუ „ბიანკონერის“ მისი ყიდვა სურს, ფულის გადახდა მოუწევს“, – თქვა სერეზომ.
შეგახსენებთ, რომ ალვარო მორატამ სეზონი შესანიშნავად დაიწყო და „იუვენტუსის“ მაისურით 6 გოლი უკვე გაიტანა. მას თავი არც სანაკრებო მატჩებში შეურცხვენია და გერმანიის ნაკრებიც დაამწუხრა.