ტურინის „იუვენტუსი“ და განსაკუთრებით ანდრეა პირლო „სასუოლოსა“ და იტალიის ნაკრების ნახევარმცველით, მანუელ ლოკატელით არიან დაინტერესებულნი. 22 წლის ნახევარმცველი ჩინებულ ფორმაშია და ბოსნიასთან მორიგი შესანიშნავი თამაში ჩაატარა, ბრწყინვალე საგოლე პასიც გააკეთა.
„იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი კლაუდიო მარკიზიო კი მას ტვიტერის მეშვეობით აქებს.
„ის ნამდვილად ძალიან იზრდება. ამ ნაკრებისთვის შეუცვლელია. იმედია, რომელიმე იტალიური გუნდი მას ენდობა საბოლოო ნაბიჯისთვის. სრულყოფილი ფეხბურთელია“, – დაწერა მარკიზიომ.
კლაუდიოს ლოკატელიმ უპასუხა: „მადლობა კლაუდიო! პატივია“.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მარკიზიომ ასევე სოციალური ქსელიდან პოლ პოგბას პირდაპირ ურჩია, რომ „იუვენტუსში“ დაბრუნდეს. რაც შეეხება ლოკატელის მისი საფეხბურთო კარიერა „მილანში“ დაიწყო, მაგრამ „როსონერიმ“ ის „სასუოლოში“ გაყიდა.
Sta crescendo davvero tanto.
Una certezza per questa nazionale!
Speriamo che qualche club italiano creda in lui, come sta già facendo il suo, per lo step definitivo.
Giocatore completo— Claudio Marchisio (@ClaMarchisio8) November 19, 2020