ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „კალიარისთან“ (2:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ის კმაყოფილი დარჩა თამაშით და აღნიშნა, რომ მისი გუნდის სათამაშო მეთოდი ასეთი უნდა იყოს.
გარდა ამისა, ანდრეამ ცალკეულად ფეხბურთელებზე ისაუბრა და მათი თამაშიც შეაფასა.
„ინტერპრეტაცია შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ჩვენი სათამაშო მეთოდი იგივე უნდა იყოს. შესანიშნავი თამაში ჩავატარეთ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. მნიშვნელოვანი იყო დომინირება და ამ მატჩში ასე იყო. გუნდის ზრდისთვის და რწმენისთვის ასეთი თამაში გვჭირდებოდა.
ყველამ კარგად ითამაშა, მათაც, ვინც ეროვნული ნაკრებებიდან ახლახან დაგვიბრუნდნე. პაუზის შემდეგ თამაში ყოველთვის რთულია და სამაგიეროდ, ჩვენ პირველივე წუთიდან ძალიან კარგად დავიწყეთ. უნდა მოგვეგო და მოგება გვინდოდა.
არტური? ყველას სჭირდება გარკვეული ადაპტაცია. ის არის ის მოთამაშე, რასაც ველოდით, მაგრამ განსხვავებული ჩემპიონატიდან მოვიდა, ესპანური თამაშის სტილი განსხვავებულია. იყო საწყისი პერიოდი, როდესაც ხან თამაშობდა და ხან არა, ახლა ბევრად უკეთ გამოიყუება. ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენი შეტევების დასაწყებად, ის არის ფეხბურთელი, რომლისგან დიდ თავდაჯერებას ვგრძნობთ.
გვაქვს ხარისხი, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. იმისთვის, რომ დომინანტები ვიყოთ, ორი შეხებით და სწრაფად უნდა ვითამაშოთ, ბურთი ერთი მხრიდან მეორე მხარეს უნდა გადავიტანოთ. ამ თამაშში სწრაფები ვიყავით და სიამოვნებასაც ვიღებდით. თუ მეტოქეებს მათ ნახევარზე შევავიწროვებთ, ნაკლები სირბილი მოგვიწევს და დომინირებასაც მოვახერხებთ. თავიდანვე ვცდილობდით ზეოლას, მაგრამ ყოველთვის წარმატებით არ გამოგვივიდა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ბურთის დაუყოვნებლივ მოპოვება.
დიბალა? ის მეორე თავდამსხმელია, შემტევი. როგორც კი საუკეთესო მდგომარეობაში იქნება, ჩვენ იდეალურ პოზიციაზე დავაყენებთ. ორი კვირა იღებდა ანტიბიოტიკებს, მაგრამ კარგად მუშაობს და დღეს უკვე ვნახეთ გარკვეული ნიშნები, რაც ბოლო პერიოდში არ გვინახავს.
რონალდუ? მისი პროფესიონალიზმით შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ვარჯიშებზე ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და ეს მატჩებში ჩანს. მხოლოდ მაშინ შეგიძლია ეს გააკეთო, თუ დიდი ჩემპიონი ხარ. ის ყველასთვის შესანიშნავი მაგალითია და ამას ყველა მატჩში გვჩვენებს.
ბერნარდესკი? ბედნიერი ვარ მის გამო, ეროვნულ ნაკრებში თამაშმა მასზე კარგად იმოქმედა. ის არის ძლიერი ფეხბურთელი და ბევრი თვისება აქვს. მათი დემონსტრირებისთვის თავი თავისუფლად უნდა იგრძნოს და არ უნდა იფიქროს იმაზე თუ რა ხდება გარეთ.
რაბიო სრულყოფილი ნახევარმცველია. იშვიათად მინახავს ადამიანი ასე ძლიერი იყოს ფიზიკურად და ტექნიკურად. ის იზრდება, მაგრამ კიდევ შეუძლია და ზღვარი არ აქვს. მასთან მენტალურადაც ვმუშაობთ, რომ მისი თვითრწმენა გავაუმჯობესოთ.
დე ლიხტი ნამდვილი ჩემპიონია დაეს დაადასტურა პირველივე მატჩში დიდი ხნის უთამაშებლობის შემდეგ. ჩემთვისაც საინტერესო იყო როგორ ითამაშებდა და შესანიშნავად გამოიყურებოდა“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ სერია A-ში 8 ტურის შემდეგ 16 ქულა აქვს და ამ დროისვის მეორე ადგილზეა.