ინგლისური „ვულვერჰემპტონის“ თავდამსხმელმა რაულ ხიმენესმა განაცხადა, რომ ზაფხულში მისი შეძენით „იუვენტუსი“ იყო დაინტერესებული, თუმცა შეთანხმება არ შედგა.
„ერთ დღეს გავიღვიძე და ჩემი დამატება „იუვენტუსს“ უნდოდა, მეორე დღეს „მანჩესტერ იუნაიტედს“, ეს არის ის, რაც ვიცი, მაგრამ შეთანხმებისთვის არ მიგვიღწევია“, – აღნიშნა ხიმენესმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ზაფხულში ფორვარდის შეძენას გამალებით ცდილობდა და ბოლო მომენტში მადრიდის „ატლეტიკოდან“ ალვარო მორატა ინათხოვრა.