მთავარი / სიახლეები (გვერდი 253)

სიახლეები

ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელი: “რა ჯანდაბა უნდა “იუვეს” სუპერლიგაში?”

ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა „იუვენტუსი“ გააკრიტიკა და ვერ გაუგია, რატომ არის ეს გუნდი სუპერლიგაში. „ბოლო სამი წლის განმავლობაში „იუვენტუსი“ „ლიონმა“, „პორტუმ“ და „აიაქსმა“ დაამარცხეს. ორი დღის წინ მათ „ატალანტასთანაც“ წააგეს, „ნაპოლის“ მხოლოდ ორი ქულით უსწრებენ და ჩემპიონთა ლიგაზე კვალიფიცირების საფრთხის წინაშე არიან. რა ჯანდაბას აკეთებს სუპერლიგაში? პირველი რაც …

სრულად წაკითხვა »

უეფას პრეზიდენტი: “ანიელი გველი და მატყუარაა”

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა ანდრეა ანიელი გააკრიტიკა და მას გველი და მატყუარა უწოდა. „არ ვიცოდით, რომ სახლში გველები გვყავდა, მაგრამ ახლა ვიცით. მე არასდროს მინახავს ადამიანი, რომელიც ამდენჯერ და ასე დაჟინებით იტყუებოდეს, როგორც ანდრეა ანიელი. მას შაბათს ნაშუადღევს ვესაუბრე და მითხრა, რომ ყველაფერი ტყულია. მოგვიანებით ვურეკავდი და ტელეფონი გამორთო. სიხარბე …

სრულად წაკითხვა »

ფედერიკო კიეზა ორ მატჩს გამოტოვებს

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი ფედერიკო კიეზა ტრავმირებულია. მან დაზიანება “ატალანტასთან” მატჩში მიიღო და სამედიცინო გამოკვლევამ კუნთის ტრავმა აჩვენა. ფედერიკო “პარმასთან” და “ფიორენტინასთან” უახლოეს მატჩებს გამოტოვებს, ხოლო შემდგომ მისი მდგომარეობა დღითიდღე უნდა შეფასდეს. შეგახსენებთ, რომ “იუვე” “პარმას” ოთხშაბათს და “ფიორენტინას” კვირას დაუპირისპირდება.

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” სუპერლიგის დამფუძნებელია

ევროპის სუპერლიგა 12-მა ევროპულმა კლუბმა დაარსა და ერთ-ერთი „იუვენტუსია“. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. 12 დამფუძნებელი გუნდი ახალ ტურნირში მუდმივად ითამაშებს. „იუვეს“ გარდა, იტალიიდან წარმოდგენილნი არიან „ინტერი“ და „მილანი“. „იუვენტუსმა“ ევროპის კლუბების ასოციაცია დატოვა, რომლის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი იყო და ის პოსტიდან გადადგა. სამაგიეროდ, ანიელი სუპერლიგის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა, რომლის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი …

სრულად წაკითხვა »

“ატალანტა” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 31-ე ტურში ბერგამოს „ატალანტასთან“ 0:1 დამარცხდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით. შჩესნი 6 – ბოლო წუთებამდე საქმე არ ჰქონია, შემდეგ მალინოვსკის რთული ჯარიმა აუღო, გოლის დრო კი არაფერი შეეძლო. კუადრადო 6.5 – გუნდის ყველა შეტევა მისგან იწყებოდა. დე ლიხტი 6.5 – ძაპატას და მურიელს პრაქტიკულად არაფრის …

სრულად წაკითხვა »

პარატიჩი: “რონალდუ მხოლოდ ფეხბურთელი და სპორტსმენი არ არის”

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, პორტუგალიელი მხოლოდ ფეხბურთელი და სპორტსმენი არ არის და მისი მაღალი ხელფასი მხოლოდ გოლებსა და თამაშს არ მოიცავს. „ის არ არის მხოლოდ ფეხბურთელი, მხოლოდ სპორტსმენი, მხოლოდ ათლეტი, არამედ მაღალი დონის, მაღალი შტოს პერსონაჟია და მჯერა, რომ მისი ხელფასი …

სრულად წაკითხვა »

მარცხი “ატალანტასთან” და ჩემპიონთა ლიგის საგზური დიდი საფრთხის ქვეშ

„იუვენტუსის“ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ისევ დიდი საფრთხის ქვეშაა, რადგან ანდრეა პირლოს გუნდი აგრძელებს უფერულ და უინტერესო თამაშს. ტურინული გრანდი 31-ე ტურში უშუალო კონკურენტ „ატალანტასთან“ დამარცხდა და მეოთხე ადგილამდე დაქვეითდა. კრიშტიანუ რონალდუს გარეშე „იუვემ“ ისე ითამაშა, რომ სახიფათო მომენტიც არ შეუქმნია და დამსახურებული მარცხი განიცადა. შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც …

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “იტალიასა და ევროპაში სხვა გუნდში არ ვითამაშებ”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ Sky Sport-თან საუბარში განაცხადა, რომ სხვა გუნდის მაისურით ევროპის კონტინენტზე არ ითამაშებს. „სანაკრებო პაუზის დროს ისე წარმოჩინდა, რომ ჩემი და ბუფონის კონტრაქტის განახლება პრობლემა იყო, მაგრამ ასე არ არის. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ პრობლემა და არც ვიქნებით. პატივისცემის მიუხედავად, იტალიასა და ევროპაში სხვა გუნდის მაისურით არასდროს …

სრულად წაკითხვა »

პეპე: “რონალდუ ტურინში ბედნიერია და იმედი მაქვს, “იუვეში” დარჩება”

„პორტუს“ ფეხბურთელმა და კრიშტიანუ რონალდუს მეგობარმა პეპემ განაცხადა, რომ მისი აზრით, კრიშტიანუ „იუვენტუსში“ ბედნიერია. ის იმედოვნებს, რომ რონალდუ „იუვეში“ მინიმუმ ერთი სეზონი კიდევ დარჩება. „ვფიქრობ, რომ ის ტურინში ბედნიერია. იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია და ვინც მას აკრიტიკებს, არ იცის, რა ძალისხმევა სჭირდება ყოველწლიურად 30 გოლის გატანაც. რასაც ის აკეთებს, წარმოუდგენელია. …

სრულად წაკითხვა »

სანდრო მაცოლა: “ანიელი თუ დამირეკავს, “იუვეს” ტექნიკურ დირექტორობას დავთანხმდები”

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა სანდრო მაცოლამ განაცხადა, რომ ანდრეა ანიელი მას ტექნიკური დირექტორის პოსტს თუ შესთავაზებს, დათანხმდება, მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელი „ინტერთან“ და „ტორინოსთან“ ასოცირდება. „მე „იუვეს“ გენერალური დირექტორი ვიყო? თუ ანიელი დამირეკავს, დავთანხმდები. მახსოვს, ჯანიმ დამირეკა და მითხრა, რომ ფარულად დადიოდა მამაჩემის დიდი „ტორინოს“ სანახავად. როგორც ფეხბურთელმა „იუვეს“ უარი …

სრულად წაკითხვა »