ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა „იუვენტუსი“ გააკრიტიკა და ვერ გაუგია, რატომ არის ეს გუნდი სუპერლიგაში.
„ბოლო სამი წლის განმავლობაში „იუვენტუსი“ „ლიონმა“, „პორტუმ“ და „აიაქსმა“ დაამარცხეს. ორი დღის წინ მათ „ატალანტასთანაც“ წააგეს, „ნაპოლის“ მხოლოდ ორი ქულით უსწრებენ და ჩემპიონთა ლიგაზე კვალიფიცირების საფრთხის წინაშე არიან. რა ჯანდაბას აკეთებს სუპერლიგაში?
პირველი რაც აღმაშფოთებს ის არის, რომ წინა პლანზე მხოლოდ ფულია. მაგრამ სუპერლიგა ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ფეხბურთთან საერთო აქვს. სამართლიანი თამაში და კონკურენცია დაიკარგება“, – თქვა სოლბაკენმა.