ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი ფედერიკო კიეზა ტრავმირებულია. მან დაზიანება “ატალანტასთან” მატჩში მიიღო და სამედიცინო გამოკვლევამ კუნთის ტრავმა აჩვენა.
ფედერიკო “პარმასთან” და “ფიორენტინასთან” უახლოეს მატჩებს გამოტოვებს, ხოლო შემდგომ მისი მდგომარეობა დღითიდღე უნდა შეფასდეს.
შეგახსენებთ, რომ “იუვე” “პარმას” ოთხშაბათს და “ფიორენტინას” კვირას დაუპირისპირდება.