მთავარი / სიახლეები / სანდრო მაცოლა: “ანიელი თუ დამირეკავს, “იუვეს” ტექნიკურ დირექტორობას დავთანხმდები”

სანდრო მაცოლა: “ანიელი თუ დამირეკავს, “იუვეს” ტექნიკურ დირექტორობას დავთანხმდები”

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა სანდრო მაცოლამ განაცხადა, რომ ანდრეა ანიელი მას ტექნიკური დირექტორის პოსტს თუ შესთავაზებს, დათანხმდება, მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელი „ინტერთან“ და „ტორინოსთან“ ასოცირდება.

„მე „იუვეს“ გენერალური დირექტორი ვიყო? თუ ანიელი დამირეკავს, დავთანხმდები. მახსოვს, ჯანიმ დამირეკა და მითხრა, რომ ფარულად დადიოდა მამაჩემის დიდი „ტორინოს“ სანახავად. როგორც ფეხბურთელმა „იუვეს“ უარი ვუთხარი. დედაჩემმა მითხრა, მამაშენი საფლავში გადატრიალდება, იქ ვერ წახვალო და ამიტომ, უარი ვთქვი“, – თქვა სანდრომ.

შეგახსენებთ, რომ სანდრო მაცოლა ტურინელია, მაგრამ „ინტერის“ ლეგენდაა, ხოლო მამამისი ვალენტინო მაცოლა „ტორინოს“ ლეგენდა იყო და კლუბის ავიაკატასტროფას ემსხვერპლა.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …