ევროპის სუპერლიგა 12-მა ევროპულმა კლუბმა დაარსა და ერთ-ერთი „იუვენტუსია“. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
12 დამფუძნებელი გუნდი ახალ ტურნირში მუდმივად ითამაშებს. „იუვეს“ გარდა, იტალიიდან წარმოდგენილნი არიან „ინტერი“ და „მილანი“.
„იუვენტუსმა“ ევროპის კლუბების ასოციაცია დატოვა, რომლის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი იყო და ის პოსტიდან გადადგა. სამაგიეროდ, ანიელი სუპერლიგის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა, რომლის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი იქნება.
სუპერლიგის პირველი სეზონი როდის ჩატარდება, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. მანამდე, „იუვენტუსი“ ევროთასებზე ასპარეზობას გააგრძელებს.
თუმცა, უეფა, ისევე როგორც ფიფა და ინგლისის, ესპანეთისა და იტალიის ფეხბურთის ფედერაციები სუპერლიგის წინააღმდეგ გამოდიან და დამფუძნებელ ყველა გუნდს სერიოზული სანქციებით ემუქრებიან, მათ შორის, შიდა ჩემპიონატიდან გაგდებით და ევროტურნირებიდან დისკვალიფიკაციით.
აქვე გეტყვით, რომ სუპერლიგაში 20 გუნდი ითამაშებს და 12 მონაწილე უკვე ცნობილია, 8 გუნდის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.