„პორტუს“ ფეხბურთელმა და კრიშტიანუ რონალდუს მეგობარმა პეპემ განაცხადა, რომ მისი აზრით, კრიშტიანუ „იუვენტუსში“ ბედნიერია. ის იმედოვნებს, რომ რონალდუ „იუვეში“ მინიმუმ ერთი სეზონი კიდევ დარჩება.
„ვფიქრობ, რომ ის ტურინში ბედნიერია. იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია და ვინც მას აკრიტიკებს, არ იცის, რა ძალისხმევა სჭირდება ყოველწლიურად 30 გოლის გატანაც. რასაც ის აკეთებს, წარმოუდგენელია. იმედი მაქვს, რომ „იუვეში“ მინიმუმ ერთი სეზონი კიდევ დარჩება, რაც სიხარულს მოუტანს სპორტის მოყვარულებს და რონალდუ პორტუგალიას ისე წარმოადგენს, როგორც ამის გაკეთება მხოლოდ მას შეუძლია“, – თქვა პეპემ.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიან რონალდუ და პეპე დიდი ხნისა და ძალიან ახლო მეგობრები არიან.