უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა ანდრეა ანიელი გააკრიტიკა და მას გველი და მატყუარა უწოდა.
„არ ვიცოდით, რომ სახლში გველები გვყავდა, მაგრამ ახლა ვიცით. მე არასდროს მინახავს ადამიანი, რომელიც ამდენჯერ და ასე დაჟინებით იტყუებოდეს, როგორც ანდრეა ანიელი. მას შაბათს ნაშუადღევს ვესაუბრე და მითხრა, რომ ყველაფერი ტყულია. მოგვიანებით ვურეკავდი და ტელეფონი გამორთო. სიხარბე ადამიანის ყველა ღირებულებას აქრობს.
ისინი თავს დიდ კლუბებად თვლიან, მაგრამ ყოველთვის ასე არ იყო. „იუვენტუსი“ სერია B-ში იყო, „მანჩესტერი“ კი სერ ალექს ფერგიუსონამდე არც ვიცი სად იყო. ედ ვუდვორდი? 24 წელი იურისტი ვიყავი, მაგრამ მსგავს ადამიანებთან კონტაქტი არასდროს მქონია. მან დამირეკა გასულ შაბათს და მითხრა, რომ კმაყოფილია ჩემპიოთა ლიგის რეფორმით და 100%-ით მხარს დაუჭერდა”, – თქვა ჩეფერინიმ.
შეგახსენებთ, ანდრეა ანიელი ევროპული კლუბების ასოციაციის პრეზიდენტი იყო, მაგრამ პოსტი დატოვა. ჩეფერინი ანიელის შვილის ნათლიაა. კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 12-მა კლუბამ სუპერლიგა შექმნა და ანიელი ამ სუპერლიგის ვიცე-პრეზიდენტი გახდა.