მთავარი / სიახლეები (გვერდი 240)

სიახლეები

“რომამ” გონსალო იგუაინს კაპიტნობა შესთავაზა

„რომა“ გონსალო იგუაინის შეძენას ცდილობს, „იუვენტუსი“ კი არგენტინელის გასხვისებაზე თანახმაა. ამიტომაც, რომაელთა მთავარი მიზანი თავად ფეხბურთელთან მოლაპარაკებაა. იტალიური მედიის ცნობით, „ჯალოროსი“ „პიპიტას“ გუნდში გადასვლის შემთხვევაში კაპიტნის სამკლავურსაც შეპირდა, რომელიც დანიელე დე როსის წასვლის შემდეგ თავისუფალია. ჯერჯერობით იგუაინის პასუხი უცნობია. შეგახსენებთ, რომ გონსალო „ბებერი სინიორას“ საკუთრებაში კონტრაქტით 2021 წლამდეა და ამჟამად …

სრულად წაკითხვა »

კანსელუ წამსვლელთა შორისაა, რჩება მხოლოდ დე შილიო – რას აპირებს “იუვე” დაცვის მარჯვენა ფლანგზე?

ჟოაუ კანსელუს მომავალი გაურკვეველია. პორტუგალიელი მცველის „იუვენტუსიდან“ წასვლის შესახებ საუბარი არ წყდება და ყველაზე აქტიურად „მანჩესტერ სიტის“ უკავშირებენ. თუმცა, „ქალაქელებმა“ შესაძლოა კანსელუში 55 მილიონი ევროს გადახდას, დანი ალვეშის უფასოდ დამატება ამჯობინონ და პორტუგალიელის ტრანსფერზე უარი თქვა. ჟოაუს „სიტის“ გარდა „ბაიერნიც“ ეპატიჟება და შესაძლოა მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში ტურინელებმა მიუნხენელებთან დაიწყონ …

სრულად წაკითხვა »

მოურინიო: რონალდუს შეუძლია კოპა ამერიკა მესიზე ადრე მოიგოს

მოურინიო: რონალდუს შეუძლია კოპა ამერიკა მესიზე ადრე მოიგოს

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ კოპა ამერიკის ორგანიზატორებმა უნდა მიიწვიონ პორტუგალიის ნაკრები ტურნირზე. “თუ კონმებოლს სურს აუდიტორიის გაზრდა და კოპა ამერიკის კონკურენტუნარიან ტურნირად ქცევა, მათ უნდა მოიწვიონ ევროპის ნაკრებები: ესპანეთი, საფრანგეთი, პორტუგალია. პორტუგალიის მოწვევის შემთხვევაში, რონალდუს შეუძლია კოპა ამერიკის თასი მესიზე ადრე მოიგოს.” – განაცხადა ჟოზე მოურინიომ. …

სრულად წაკითხვა »

დე ლიხტს ტურინში დღეს ელოდებიან

მატის დე ლიხტს ტურინში დღეს ელოდებიან. Tuttosport-ის ცნობით, ჰოლანდიელი „იუვენტუსისა“ და „აიაქსის“ საბოლოო თანხმობას ელოდება, რომლებიც უკვე შეთანხმდნენ 70 მილიონ ევროსა და 5 მილიონიან ბონუსზე. დე ლიხტი ტურინს სავარაუდოდ საღამოს ეწვევა, ხოლო სამედიცინო შემოწმებას სამშაბათს გაივლის. ჰოლანდიელის ხელფასი „იუვეში“ 7.5 მილიონი ევრო იქნება, ბონუსების წყალობით კი ეს ნიშნული 12 მილიონს …

სრულად წაკითხვა »

რა თანხას გამოიმუშავებს “იუვე” ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობით?

რა თანხას გამოიმუშავებს "იუვე" ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობით?

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლით 58 მილიონი ევრო უკვე გამოიმუშავა. ეს თანხა ტურინელებმა მხოლოდ ჯგუფურ ეტაპზე გასვლით და გასული სეზონის რეიტინგით მიიღეს – მეექვსე ადგილი. თუმცა, ცხადია, ეს საბოლოო მონაცემები არაა და ფულადი პრიზი უეფასგან გაიზრდება თითოეულ მოპოვებულ ქულაზე. Tuttosport-ის ცნობით, „ბებერი სინიორა“ ჯგუფში მინიმუმ 12 ქულის დაგროვების შემთხვევაში დამატებით …

სრულად წაკითხვა »

რაიოლა დე ლიხტის ტრანსფერიდან 10 მილიონ ევროს მიიღებს

რაიოლა დე ლიხტის ტრანსფერიდან 10 მილიონ ევროს მიიღებს

ტურინის „იუვენტუსში“ მატის დე ლიხტის ტრანსფერში დიდი როლი მის აგენტ მინო რაიოლას მიუძღვის. იტალიური მედიის ცნობით, რაიოლა ხსენებული გარიგებიდან 10 მილიონ ევროს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ დე ლიხტს ტურინში ორშაბათს ელოდებიან, რასაც სამედიცინო შემოწმება მოჰყვება და ყველაფერი კონტრაქტის გაფორმებით დაგვირგვინდება.

სრულად წაკითხვა »

იუვენტუსი იკარდის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ჩამოდის, ინტერი 60-70 ითხოვს

იუვენტუსი იკარდის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ჩამოდის, ინტერი 60-70 ითხოვს

იუვენტუსი ეცდება მაურო იკარდის გადმობირებას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს. ტურინული კლუბი მზად არის 26 წლის არგენტინელი თავდამსხმელის სანაცვლოდ გადაიხადოს არაუმეტეს 40 მილიონი ევრო, თან კლუბსა და ფეხბურთელს შორის არსებული კონფლიქტის იმედიც აქვს. თუმცა ნერაძურის ხელმძღვანელობა ცდილობს, რაც შეიძლება გაზარდოს თანხა და ბონუსების სახით 60-70 მილიონი ევროს სარგებელი მიიღოს. ამავე დროს …

სრულად წაკითხვა »

UCL ტვიტერზე: “🏆 მე-6 თასი ამ სეზონში?”

UCL ტვიტერზე: “მე-6 თასი ამ სეზონში?”

გუშინ დილით, 13 ივლისს რონალდუ მივიდა იუვენტუსის ბაზაზე, გაიარა სამედიცინო შემოწმება და შეუდგა ვარჯიშებს. შესასვლელთან მას ფანების ტალღა დახვდა, ფოტოებით, ავტოგრაფებით და პლაკატებით. უეფას ჩემპიონთა ლიგის ტვიტერის ოფიციალური გვერდი არ ჩამორჩა მოვლენებს და გამოეხმაურა რონალდუს პირველ დღეს. 1st day back for Cristiano Ronaldo 📈#UCL🏆 No6 this season? 🤔 pic.twitter.com/kqobp4bp9N — …

სრულად წაკითხვა »

რემზის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება

ტურინის „იუვენტუსი“ აარონ რემზის ორშაბათს ოფიციაურად წარადგენს. იტალიური მედიის ინფორმაციით, უელსელი 16:30 საათზე (თბილისის დროით) პრესკონფერენციას გამართავს და მისი პრეზენტაცია გაიმართება. შეგახსენებთ, რომ „იუვემ“ რემზი ლონდონის „არსენალიდან“ დაიმატა, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ზამთარში. ტურინელებს უელსელი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

სრულად წაკითხვა »