მთავარი / სიახლეები / სერია A / ბონუჩი: “ბევრი მზად იყო ჩვენი პანაშვიდისთვის და ბოლოს ჩვენ გავიხარეთ”

ბონუჩი: “ბევრი მზად იყო ჩვენი პანაშვიდისთვის და ბოლოს ჩვენ გავიხარეთ”

ტურინის “იუვენტუსის” მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ სოციალურ ქსელში ემოციური წერილი გამოაქვეყნა და ანტიიუვენტინოების შესახებ დაწერა. როგორც ის წერს, ბევრი მზად იყო პანაშვიდისთვის და საბოლოოდ “იუვენტუსმა” გაიხარა.

“ისინი ყველანი მზად იყვნენ, ისინი იქ იყვნენ და ელოდებოდნენ ბოლო მომენტს, რომ გაეკეთებინათ ის, რაც ყველაზე მეტად მოსწონთ. მაგრამ მათ არ გაითვალისწინეს ამ გუნდის სიამაყე, ამ გუნდის მენტალიტეტი, ამ კლუბის დევიზი.

მართალია ეს სეზონი შერეული იყო შესანიშნავი მატჩებით და სხვა ნაკლებად ლამაზი და გზაში დაკარგული ქულებით, რომლებსაც როგორც წესი არ ვკარგავდით. სეზონის ბოლოს რჩება ის, რასაც მიიღებ. გუნდის მიერ მოგებული ორი ტიტული. მიზანი მიღწეულია, როდესაც ყველანი მზად იყვნენ ჩვენი პანაშვიდისთვის.

ბოლომდე გვწამდა და ბოლოს გავიხარეთ, საბოლოოდ ჩვენ ვიზეიმეთ. იცით, რამდენად რთული წელი იყო ჩვენი ქომაგებისთვისაც. გვაკლდით. მომავალ წელს შევხვდებით ჩვენს სახლში, “იუვენტუს სთედიუმზე” და ჩემპიონთა ლიგაზე. იმის მიუხედავად, რომ დიდი მიზნებისთვის არ მიგვიღწევია, გვაქვს აღსანიშნავი ტიტულები და მოგვეცემა ამის შესაძლებლობა. ათი წლის განმავლობაში ეს არაერთხელ მოხდა. დანარჩენი უბრალოდ ლაყბობაა”, – დაწერა ბონუჩიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …