მთავარი / სიახლეები / ფაქტები და სტატისტიკა “ბოლონია” – “იუვეს” მატჩიდან

ფაქტები და სტატისტიკა “ბოლონია” – “იუვეს” მატჩიდან

ტურინის “იუვენტუსმა” 2020-2021 წლების სეზონი “ბოლონიასთან” მატჩით დაასრულა. გთავაზობთ ამ მატჩში დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკას.

6 – “ბოლონია” ფედერიკო კიეზას საყვარელი მეტოქეა და 8 მატჩში მე-6 გოლი გაუტანა. მასზე ახალგაზრდა მხოლოდ მარკუს რაშფორდია, რომელმაც ამ სეზონში მინიმუმ 9 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა ტოპჩემპიონატებში.

11 – ალვარო მორატამ პირველად მოახერხა სეზონში სერია A-ში ორნიშნა ციფრების გოლების გატანა (11). 2016-2017 წლების სეზონის შემდეგ (“რეალში”) პირველად გაიტანა სეზონში ყველა ტურნირზე 20 გოლი. 2017-2018 წლების სეზონიდან მორატა ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც სეზონში მინიმუმ 10 გოლი გაიტანა ტოპ 3 ლიგაში.

5 – ადრიენ რაბიომ სეზონში 5 გოლი გაიტანა, რაც ერთ სეზონში მის კარიერაში საუკეთესო შედეგია.

1 – ვოიცეხ შჩესნი 2004-2005 წლების სეზონიდან “იუვენტუსის” პირველი მეკარეა, რომელმაც საგოლე პასი გააკეთა.

10 – “იუვენტუსს” “ბოლონიასთან” ბოლო 10 თამაში აქვს მოგებული და ამჟამად სერია A-ში მყოფ გუნდებთან ამაზე უკეთესი სერია არ აქვს.

342 – “იუვენტუსმა” “ბოლონიასთან” სკუდეტოს მფლობელის რანგში 342-ე და ბოლო თამაში ჩაატარა, რითაც დახურა ყველაზე გრძელი სერია იმ გუნდებს შორის, რომელთაც სერია A მოუგიათ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …