მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა!

“იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა!

ტურინის “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა. ბოლო, 38-ე ტურში ანდრეა პირლოს გუნდმა “ბოლონიას” ძალიან ადვილად მოუგო და პარალელურ მატჩებზე იყო დამოკიდებული, საიდანაც კარგი ამბავი მოვიდა.

თავდაპირველად ვთქვათ, რომ “იუვემ” კრიშტიანუ რონალდუს გარეშე “ბოლონიას” ძალიან იოლად, 4:1 აჯობა. მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გაირკვა, როდესაც ფედერიკო კიეზამ, ალვარო მორატამ და ადრიენ რაბიომ გაიტანეს. მეორე დასაწყისში მორატამ დუბლი შეასრულა და ბოლოსკენ რიკარდო ორსოლინის პრესტიჟის გოლს არაფერი შეუცვლია.

პარალელურად, “მილანმა” “ატალანტას” 2:0 მოუგო, მაგრამ ვერ მოიგო “ნაპოლიმ”! ნეაპოლური გუნდი “ვერონასთან” იგებდა, თუმცა მერე გაუშვა და ფრე 1:1.

შედეგად, “იუვენტუსმა” “ნაპოლის” 1 ქულით გაასწრო. “ბებერმა ქალბატონმა” სეზონი 78 ქულით მეოთხე ადგილზე დაასრულა. ამდენივე ქულა დააგროვა “ატალანტამ”, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში ბერგამოელებს უპირატესობა ჰქონდათ.

რთული სეზონი მაინც ნორმალურად დასრულდა და ტურინულ გრანდს ჩემპიონთა ლიგის საგზური ერგო.

“ბოლონია” – “იუვენტუსი” 1:4 (0:3)

ბოლონია, “რენატო დალ არა”

“ბოლონია” (4-2-3-1): სკორუპსკი; ტომისაუ, მედელი (ანტოვი 58), სუმაორო, დე სილვესტრი (ფარაგო 68); შუტენი (ბალდურსონი 80), სვანბერგი; ოლსენი (ორსოლინი 57), ვინიატო (სანსონე 57), ბაროუ; პალასიო

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

“იუვენტუსი” (4-4-2): შჩესნი (პინსოლიო 68); კუადრადო, დე ლიხტი (ბონუჩი 46), კიელინი (არტური 58), ალექს სანდრო; კულუშევსკი, დანილო (ბერნარდესკი 68), რაბიო, კიეზა (მაკკენი 58); დიბალა, მორატა

მწვრთნელი: ანდრეა პირლო

გოლები: 0:1 კიეზა (6), 0:2 მორატა (29), 0:3 რაბიო (45), 0:4 მორატა (47), 1:4 ორსოლინი (86)

გაფრთხილება: მედელი (44) – მორატა (37), მაკკენი (66)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (5) – 19 (11) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 3:0 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: პაოლო ვალერი

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …