მთავარი / სიახლეები (გვერდი 250)

სიახლეები

ჯონ ელკანი კონტინასას ბაზას ესტუმრა და ანიელის შეხვდა

ტურინის „იუვენტუსის“ მფლობელი ჯონ ელკანი ოთხშაბათს კონტინასას ბაზაზე იმყოფებოდა. Exor-ის პირველი ნომერი ფეხბურთელებს არ შეხვედრიან, მაგრამ გუნდის ხელმძღვანელებს შეხვდა. ანდრეა ანიელის, პაველ ნედვედს, ფაბიო პარატიჩის და ფედერიკო კერუბინის ის გაესაუბრა,მაგრამ იტალიუირ მედია წერს, რომ ეს ჩვეულებრივი დიალოგი იყო და ამ ეტაპზე არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. აღსანიშნავია, რომ 27 მაისს …

სრულად წაკითხვა »

იტალიის თასის ფინალს გულშემატკივრები დაესწრებიან

იტალიის თასის ფინალს, რომელიც ტურინის „იუვენტუსსა“ და ბერგამოს „ატალანტას“ შორის გაიმართება, გულშემატკივარი დაესწრება. იტალიური მედიის ცნობით, რეჯიო ემილიას, „მაპეი სთედიუმზე“ ტევადოვის 20%-ს დაუშვებენ და ეს ერთგვარი გენერალური რეპეტიცია იქნება ევროპის ჩემპიონატისთვის, როდესაც რომში გულშემატკივრების 25%-ს დაუშვებენ. შეგახსენებთ, რომ იტალიის თასის ფინალში „იუვენტუსი“ 19 მაისს „ატალანტას“ დაუპირისპირდება.

სრულად წაკითხვა »

Sportmediaset: ალეგრის დაბრუნება გადაწყვეტილია

მასიმილიანო ალეგრის „იუვენტუსში“ დაბრუნება უფრო რეალური ხდება. როგორც Sportmediaset-ი იტყობინება, გადაწყვეტილება უკვე მიიღეს და ალეგრი სეზონის დასრულების შემდეგ „იუვეში“ დაბრუნდება. ალეგრი იმ შემთხვევაშიც დაბრუნდება, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, ხოლო ანდრეა პირლოს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შემთვევაშიც გაათავისუფლებენ. შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრი „იუვენტუსს“ 2014-2019 წლებში ავარჯიშებდა და გუნდს …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” და “ატლეტიკომ” შესაძლოა დიბალა და მორატა გაცვალონ

ტურინის „იუვენტუსმა“ ალვარო მორატა შესაძლოა პაულო დიბალაში გაცვალოს. ამჟამად ორივე ფეხბურთელი ტურინულ გუნდში თამაშობს, მაგრამ მორატას საიჯარო ხელშეკრულება ეწურება. ესპანელის გამოსყიდვა „იუვეს“ 45 მილიონ ევროდ შეუძლია, მაგრამ ეს ფინანსური კრიზისის დროს საკმაოდ დიდი თანხაა და ამიტომაც, გუნდებმა ბარტერზე ფიქრობენ. აღსანიშნავია, რომ მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე დიბალას ტრანსფერით დაინტერესებულია, …

სრულად წაკითხვა »

ალეგრის მეგობარი: “ჩემი აზრით, მაქსი “იუვეში” ბრუნდება”

ვეტერანმა იტალიელმა მწვრთნელმა ჯოვანი გალეონემ, რომელიც მასიმილიანო ალეგრის მეგობარია და ერთ დროს მრჩეველიც იყო, განაცხადა, რომ მისი აზრით, მაქსი „იუვეში“ დაბრუნდება. იტალიურ მედიასთან გალეონემ აღნიშნა, რომ ალეგრი ტურინში ბრუნდება, თუმცა კონკრეტული დეტალები არ დაუსახელებია. „იუვენტუსი“, როგორც „მილანი“, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში კარგად არ გამოდიან, „ნაპოლი“ და „ატალანტა“ უკეთ გამოიყურებიან. არ …

სრულად წაკითხვა »

ბუფონმა მეკარეების აკადემია გახსნა

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა მეკარეების აკადემია გახსნა, სადაც მომავალ თაობას მოამზადებს. „ოდესმე გიოცნებიათ მეკარეობის ხელოვნების შესწავლაზე თქვენს კერპთან ერთად? არ გამოტოვოთ შესაძლებლობა ივარჯიშოთ ჯანლუიჯი ბუფონთან, მსოფლიოს საუკეთესო მეკარესთან ერთად და მიიღეთ მონაწილეობა ზაფხულის ტურნირში. მომავალი მეკარეები დახვეწავენ თავიანთ ტექტიკას და გაიზრდებიან სპორტსმენები, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა“, – ნათქვამია …

სრულად წაკითხვა »

პირლოს შვილს ემუქრებიან: “მამაშენთან ერთად უნდა მოკვდე”

ანდრეა პირლოს შვილი ნიკოლო პირლო სოციალურ ქსელში მუქარისა და შეურაცხყოფის შემცველ მესიჯებს იღებს. მან ერთ-ერთი მესიჯი გამოაქვეყნა კიდეც, რომელშიც წერია: “მამაშენთან ერთად უნდა მოკვდე”. 17 წლის ნიკოლომ ეს მესიჯი რეაგირების გარეშე არ დატოვა: „მე არ ვარ ადამიანი, რომელიც ვინმეს შეფასებას უკეთებს. ყველას აქვს უფლება თქვას ის, რაც სურს და მეც …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსს” სერია A-დან მოკვეთენ თუ სუპერლიგაში ითამაშებს

ტურინის “იუვენტუსი” სუპერლიგაზე უარს თუ არ იტყვის, დიდი საფრთხის წინაშე დადგება. უეფა უკვე განიხილავს, რომ “იუვე”, “რეალთან” და “ბარსელონასთან” ერთად ჩემპიონთა ლიგიდან მოხსნას და დისკვალიფიკაცია მისცეს. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ის იტალიური კლუბები, რომლებიც სუპერლიგაში თამაშს გადაწყვეტენ სერია A-ში ვეღარ ითამაშებენ. მიუხედავად იმისა, რომ სუპერლიგის მხარმდაჭერები მატკიცებენ, ჩემპიონატში თამაში …

სრულად წაკითხვა »

იტალიური მედია: კვარაცხელია “იუვენტუსთან” ძალიან ახლოსაა

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას დიდი ალბათობით, ზაფხულში ტურინის „იუვენტუსი“ შეიძენს. ინფორმაციას italy24news.com-ი Juventusnews24-ზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს თანახმად, ფაბიო პარატიჩის 20 წლის ქართველი ფეხბურთელის ყიდვა გადაწყვეტლი აქვს და რუსულ კლუბს მის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროსაც გადაუხდის. თუმცა, ამისთვის საჭიროა, რომ „იუვემ“ ჩემპიონთა ლიგის საგზურს უნდა მოიპოვოს, რათა …

სრულად წაკითხვა »

მორატა: “ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, “იუვეში” სამუდამოდ დავრჩებოდი”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ „ფიორენტინასთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელი ფეხბურთელის განცხადებით, მასზე რომ იყოს დამოკიდებული, მთელი ცხოვრება „იუვენტუსში“ დარჩებოდა. „გოლი? საბოლოოდ აღარავის ახსოვს, თუ ის გამარჯვების მომტანი არაა. გვქონდა სხვა კარგი შანსებიც, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. მეორე ტაიმში უკეთესი დამოკიდებულება გვქონდა, ეს შემდეგ თამაშებს მოგვაგებინებს. რთული წელი გვაქვს. …

სრულად წაკითხვა »