მთავარი / სიახლეები (გვერდი 252)

სიახლეები

ალექს სანდრო: “მთავარი გამარჯვებაა, გოლის ავტორს მნიშვნელობა არ აქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ალექს სანდრომ „პარმასთან“ (3:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ბრაზილიელი თამაშის გმირი იყო, დუბლი შეასრულა, „იუვეში“ პირველად. „მთავარია მოგება, არ აქვს მნიშვნელობა გოლს ვინ გაიტანს. ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ, რომ გავიმარჯვოთ და ამჯერად ბედნიერები ვართ, რომ ეს შევძელით. სუპერლიგა? ჩვენ მხოლოდ თამაშზე ვფიქრობდით და სწორედ ამის საშუალებით მოვახერხეთ „პარმას“ …

სრულად წაკითხვა »

პარატიჩი: “სუპერლიგა? ხალხი ცვლილებებს ძნელად იღებს”

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ სუპერლიგაზე და პაულო დიბალაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სუპერლიგა იდეალური შესაძლებლობა იყო სიტუაციის გამოსასწორებლად, მაგრამ ხალხი ცვლილებებს ძნელად ეგუება. „ეს 72 საათი უნიკალური იყო, ვფიქრობთ და დარმუნებული ვართ იდეის და პროექტის სისწორეში. ეს იყო უნიკალური შესაძლებელობა, ხელი გაგვეწოდებინა საფეხბურთო პირამიდისთვის. ეს იყო დახმარება, მაგრამ როგორც …

სრულად წაკითხვა »

პერესი: “იუვეს” და “მილანს” სუპერლიგა არ დაუტოვებიათ”

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი სუპერლიგას ჩაშლილად არ თვლის და განაცხადა, რომ ოთხ კლუბს პროექტი არ დაუტოვებია. მათ შორის არის „რეალი“, „ბარსელონა“, „იუვენტუსი“ და „მილანი“. „თუ ამ პროექტმა არ იმუშავა, სხვა იქნება. გახსოვდეთ, რომ 12-მა კლუბმა ხელი მოაწერა სავალდებულო კონტრაქტს. ჩვენ შეგვიძლია სხვა გუნდებს დავურეკოთ. სუპერლიგა აგრძელებს არსებობას, მაგრამ შეჩერდა. …

სრულად წაკითხვა »

პირლოს კომენტარი “პარმასთან” მატჩის შემდეგ

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „პარმასთან“ (3:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მეორე ტაიმში გუნდმა უკეთ ითამაშა, მთავარი კი 3 ქულის მოპოვება იყო. „ჩვენი პირველი მეტოქე ჩვენივე გონებაა. სწორი დამოკიდებულებით დავიწყეთ, მაგრამ ადვილი არ იყო ბერგამოში მარცხის შემდეგ მენტალური ენერგიის აღდგენა. მიზანი გამარჯვება იყო. მეორე ტაიმში უკეთ …

სრულად წაკითხვა »

ანიელი: “ახლა მთლიანად “იუვეზე” ვიფიქრებ”

ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ განაცხადა, რომ ახლა გუნდისთვის უფრო მეტი დრო ექნება და მთელ ენერგია „იუვეს“ მოახმარს. „აქ არ ვიტყვი რამდენი კლუბი დამიკავშირდა ბლო 24 საათის განმავლობაში სუპერლიგაში გასაწევრიანებლად. მე არ მინდა სახელების ხსენება, ზოგი რამ კონფიდენციალური უნდა დარჩეს. ისინი შეიძლება იტყუებოდნენ, მაგრამ საკმაო რაოდენობა დამიკავშირდა. ჩვენ ბევრი მუქარა …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: “იუვენტუსმა” სუპერლიგა დატოვა

ტურინის „იუვენტუსმა“ ევროპის სუპერლიგა დატოვა და განცხადება საკუთარ ვებგვერდზე გაავრცელა. „იუვე“ მეათე კლუბი გახდა 12-დან, რომელმაც სუპერლიგა დატოვა. „იუვენტუსი“, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული იყო პროექტის სპორტული, კომერციული და იურიდიული მოსაზრებების მართებულობაში, თვლის, რომ ამჟამად აქვს შეზრუდული შესაძლებლობები იმ ფორმით, როგორც ეს თავიდან იქცა ჩაფიქრებული. „იუვენტუსი“ კვლავ ემსახურება კლუბის და მთელი …

სრულად წაკითხვა »

ანიელი: “რონალდუს და პირლოს გუნდში ისევ მოვიყვანდი, ამას არ ვნანობ”

ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ სუპერლიგის ჩაშლა ოფიციალურად დაადასტურა. მან ისიც თქვა, რომ „ბებერი ქალბატონიდან“ წასვლას არ აპირებს. „სიმართლე გითხრათ და გულწრფელად ვამბობს, აშკარაა, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია. მე დარწმუნებული ვარ, პროექტის სისწორეში, მაგრამ შეუძლებელია ტურნირის ექვს გუნდს შორის ჩატარება“, – თქვა ანიელიმ. ანიელიმ კრიშტიანუ რონალდუსა და ანდრეა პირლოს შესახებაც …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ფანები სუპერლიგის წინააღმდეგ

ტურინის „იუვენტუსის“ ფანები სუპერლიგის წინააღმდეგ გამოვიდნენ და „ალიანც სთედიუმთან“ ბანერები გამოფინეს. „ჩვენი ისტორია არ უნდა იყოს ბინძური, ბარტერული და კომერციალიზებული. ჩვენ ვართ „იუვენტუსი“.არა სუპერლიგას, გრცხვენოდეთ“, – წერია ბანერზე. შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის 12 კლუბიდან 6-მა პროექტზე უარი თქვა და ყველა ინგლისური კლუბია. ამიტომაც, ტურნირის შექმნა ამ ეტაპზე პრაქტიკულად შეუძლებელია.

სრულად წაკითხვა »

ანიელის “იუვენტუსის” პრეზიდენტის პოსტი არ დაუტოვებია

ანდრეა ანიელის „იუვენტუსის“ პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის შესახებ ცნობას იტალიური მედია არ ადასტურებს. ბრიტანულ პრესაში ეს ინფორმაცია გავრცელდა, მაგრამ მას სანდო წყაროები არ ადასტურებენ. სუპერლიგა დაშლის პირასაა, დღეს შეხვედრა არის კლუბებს შორის დაგეგმილი ზუმის მეშვეობით და ბევრი რამ იქ გაირკვევა. ანიელის შესახებ ინფორმაცია კი ამ ეტაპზე ოფიციალური და დადასტურებული არ არის.

სრულად წაკითხვა »

კასანო: “სუპერლიგაში თუ “იუვენტუსია”, რატომ არ არის “ნოტინგემი”?

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონო კასანომ იტალური კლუბების, „იუვენტუსის“, „მილანის“ და „ინტერის“ სერია A-დან მოკვეთა მოითხოვა. მისი აზრით, ამ გუნდებმა ცალკე ჩემპიონატში მარტოებმა უნდა ითამაშონ. „იუვენტუსი“, „მილანი“ და „ინტერი“ სერია A-დან უნდა მოხსნან, დაე ითამაშონ ცალკე ჩემპიონატში, მხოლოდ ამ სამმა გუნდმა. ვურჩევ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, რომ დაეთანხმონ მათ სუპერლიგაზე, მაგრამ …

სრულად წაკითხვა »