ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ სუპერლიგაზე და პაულო დიბალაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სუპერლიგა იდეალური შესაძლებლობა იყო სიტუაციის გამოსასწორებლად, მაგრამ ხალხი ცვლილებებს ძნელად ეგუება.
„ეს 72 საათი უნიკალური იყო, ვფიქრობთ და დარმუნებული ვართ იდეის და პროექტის სისწორეში. ეს იყო უნიკალური შესაძლებელობა, ხელი გაგვეწოდებინა საფეხბურთო პირამიდისთვის. ეს იყო დახმარება, მაგრამ როგორც ყველა ცვლილება, მასაც მეტაბოლიზირება სჭირდება. მახსოვს, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფორმატი შეიცვალა და ჩემპიონების გარდა, მესამე-მეოთხე ადგილოსნები დაუშვეს, შოკი იყო. ასევე, ჩვენი ახალი ლოგოც თავიდან შოკი იყო, ყველაფერს შეგუება სჭირდება.
ჩვენ პატივს ვცემთ ყველა მოსაზრებას. ამ 72 საათში ყველამ ისაუბრა, მაგრამ ამ თემაზე რომ ისაუბროთ, მზად უნდა იყოთ. მე არ ვსაუბრობ მედიცინაზე პროფესორთან, ახლა სოციალური მედიით ყველას შეუძლია თავისი აზრის დაფიქსირება. მერიტოკრატია და ღირებულებები ეჭვქვეშ არასდროს დაგვიყენებია.
დიბალა? ის გუნდისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, გუნდისთვის, გარემოსთვის. ის პირველ რიგში შესანიშნავი პიროვნებაა და „იუვენტუსისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე“, – თქვა პარატიჩიმ.