იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონო კასანომ იტალური კლუბების, „იუვენტუსის“, „მილანის“ და „ინტერის“ სერია A-დან მოკვეთა მოითხოვა. მისი აზრით, ამ გუნდებმა ცალკე ჩემპიონატში მარტოებმა უნდა ითამაშონ.
„იუვენტუსი“, „მილანი“ და „ინტერი“ სერია A-დან უნდა მოხსნან, დაე ითამაშონ ცალკე ჩემპიონატში, მხოლოდ ამ სამმა გუნდმა. ვურჩევ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, რომ დაეთანხმონ მათ სუპერლიგაზე, მაგრამ განუცხადოს, რომ იტალიური ფეხბურთიდან გაგდებულები არიან.
გარდა ამისა, მაინტერესებს რა კრიტერიუმებით შეარჩიეს გუნდები სუპერლიგისთვის? რატომ არ არის იქ „ნოტინგემ ფორესტი“, რომელსაც „იუვეს“ მსგავსად ორჯერ აქვს ჩემპიონთა ლიგა მოგებული“, – თქვა კასანომ.