ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ალექს სანდრომ „პარმასთან“ (3:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ბრაზილიელი თამაშის გმირი იყო, დუბლი შეასრულა, „იუვეში“ პირველად.
„მთავარია მოგება, არ აქვს მნიშვნელობა გოლს ვინ გაიტანს. ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ, რომ გავიმარჯვოთ და ამჯერად ბედნიერები ვართ, რომ ეს შევძელით.
სუპერლიგა? ჩვენ მხოლოდ თამაშზე ვფიქრობდით და სწორედ ამის საშუალებით მოვახერხეთ „პარმას“ დამარცხება“, – თქვა ალექს სანდრომ.
შეგახსენებთ, რომ ტურინის „იუვენტუსი“ 65 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში 25 აპრილს, სტუმრად „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება.