ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ განაცხადა, რომ ახლა გუნდისთვის უფრო მეტი დრო ექნება და მთელ ენერგია „იუვეს“ მოახმარს.
„აქ არ ვიტყვი რამდენი კლუბი დამიკავშირდა ბლო 24 საათის განმავლობაში სუპერლიგაში გასაწევრიანებლად. მე არ მინდა სახელების ხსენება, ზოგი რამ კონფიდენციალური უნდა დარჩეს. ისინი შეიძლება იტყუებოდნენ, მაგრამ საკმაო რაოდენობა დამიკავშირდა. ჩვენ ბევრი მუქარა მივიღეთ, ფეხბურთელებს ემუქრებოდნენ, რომ ეროვნულ ნაკრებებში თამაშს აუკრძალავდნენ.
მე ნამდვილად მჯეროდა, რომ სუპერლიგის პროექტს ფეხბურთის უკეთესობისკენ შეცვლა შეცვლა შეეძლო. ასეევ გადავწყვიტე ECA-ს პრეზიდენტის პოსტი დამეტოვებინა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რაც გუშინ ღამით მოხდა, ახლა მექნება დრო, რომ 100%-თ თავი „იუვენტუსს“ მივუძღვნა და „იუვეზე“ ვიფიქრო. ამას იგივე გატაცებით გავაკეთებ, როგორც ყოველთვის.
ჩეფერინი? ურთიერთობები არსებობს, მაგრამ დროთა განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი ღია იქნება დიალოგისთვის, ერთმანეთთან საუბრისთვის, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ჩვენი ინდუსტრია სანდო და გულწრფელია“, – თქვა ანიელიმ.