მთავარი / სიახლეები / სერია A / პერესი: “იუვეს” და “მილანს” სუპერლიგა არ დაუტოვებიათ”

პერესი: “იუვეს” და “მილანს” სუპერლიგა არ დაუტოვებიათ”

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი სუპერლიგას ჩაშლილად არ თვლის და განაცხადა, რომ ოთხ კლუბს პროექტი არ დაუტოვებია. მათ შორის არის „რეალი“, „ბარსელონა“, „იუვენტუსი“ და „მილანი“.

„თუ ამ პროექტმა არ იმუშავა, სხვა იქნება. გახსოვდეთ, რომ 12-მა კლუბმა ხელი მოაწერა სავალდებულო კონტრაქტს. ჩვენ შეგვიძლია სხვა გუნდებს დავურეკოთ. სუპერლიგა აგრძელებს არსებობას, მაგრამ შეჩერდა. „იუვენტუსს“ არ დაუტოვებია სუპერლიგა, არც „მილანს“. ისინი, „რეალი“ და „ბარსელონა“ ეძებენ გამოსავალს, დღეს ანიელის სამჯერ ვესაუბრე“, – თქვა პერესმა.

აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსისა“ და „მილანის“ განცხადებებში მართლაც არ არის აღნიშნული, რომ მათ სუპერლიგა დატოვეს. უბრალოდ, ამ ეტაპზე მოუწიათ ტურნირზე უარის თქმა. ყველა დამფუძნებელმა გუნდმა დაარსების მომენტში კონტრაქტი გააფორმა და ვარაუდობენ, რომ „იუვემ“, „მილანმა“, „ბარსელონამ“ და „რეალმა“ სხვა კლუბებს, რომლებიც დატოვეს სუპერლიგა, უჩივლონ კიდეც.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …