ტურინის „იუვენტუსის“ ფანები სუპერლიგის წინააღმდეგ გამოვიდნენ და „ალიანც სთედიუმთან“ ბანერები გამოფინეს.
„ჩვენი ისტორია არ უნდა იყოს ბინძური, ბარტერული და კომერციალიზებული. ჩვენ ვართ „იუვენტუსი“.არა სუპერლიგას, გრცხვენოდეთ“, – წერია ბანერზე.
შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის 12 კლუბიდან 6-მა პროექტზე უარი თქვა და ყველა ინგლისური კლუბია. ამიტომაც, ტურნირის შექმნა ამ ეტაპზე პრაქტიკულად შეუძლებელია.