ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ სუპერლიგის ჩაშლა ოფიციალურად დაადასტურა. მან ისიც თქვა, რომ „ბებერი ქალბატონიდან“ წასვლას არ აპირებს.
„სიმართლე გითხრათ და გულწრფელად ვამბობს, აშკარაა, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია. მე დარწმუნებული ვარ, პროექტის სისწორეში, მაგრამ შეუძლებელია ტურნირის ექვს გუნდს შორის ჩატარება“, – თქვა ანიელიმ.
ანიელიმ კრიშტიანუ რონალდუსა და ანდრეა პირლოს შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ არცერთის გუნდში მიყვანას არ ნანობს:
„კრიშტიანო იტალიაში ჩამოვიყვანეთ და მხოლოდ მისმა ყოფნამ უზრუნველყო სხვა კლუბების ბიუჯეტში 4 მილიონი ევროს მატება. გვსურს გავაგრძელოთ სხვა ჩემპიონების ჩამოყვანა. რონალდოს ყიდვა შეცდომა იყო? არანაირად, არასდროს. ხვალ დილითი იგივეს გავაკეთებდი, ასეა პირლოს შემთხვევაშიც“, – აღნიშნა ანიელიმ.