ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, პორტუგალიელი მხოლოდ ფეხბურთელი და სპორტსმენი არ არის და მისი მაღალი ხელფასი მხოლოდ გოლებსა და თამაშს არ მოიცავს.
„ის არ არის მხოლოდ ფეხბურთელი, მხოლოდ სპორტსმენი, მხოლოდ ათლეტი, არამედ მაღალი დონის, მაღალი შტოს პერსონაჟია და მჯერა, რომ მისი ხელფასი მოიცავს ბევრ რამეს, რაც მხოლოდ გოლებს და თამაშს სცილდება, იმის გამო, რასაც ის კლუბისთვის წარმოადგენს და იმ მილიონობით ქომაგებისთვის, რომელიც გუნდს ჰყავს. არსებობს გამოკვლევები, რომლებიც ამბობენ, რომ ის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ადამიანია.
მან ბევრი თამაში ჩაატარა, პორტუგალიის ნაკრებში სამი მატჩი გამართა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე. ამ კვირაში მას ფიზიკური პრობლემა ჰქონდა, ამიტომ ურთიერთშეთანხეის საფუძველზე გადაწყდა, რომ დაესვენა“, – თქვა პარატიჩიმ.