„იუვენტუსის“ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ისევ დიდი საფრთხის ქვეშაა, რადგან ანდრეა პირლოს გუნდი აგრძელებს უფერულ და უინტერესო თამაშს.
ტურინული გრანდი 31-ე ტურში უშუალო კონკურენტ „ატალანტასთან“ დამარცხდა და მეოთხე ადგილამდე დაქვეითდა. კრიშტიანუ რონალდუს გარეშე „იუვემ“ ისე ითამაშა, რომ სახიფათო მომენტიც არ შეუქმნია და დამსახურებული მარცხი განიცადა.
შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 87-ე წუთზე რუსლან მალინოვსკიმ გაიტანა. უკრაინელმა ფეხბურთელმა შორი მანძილიდან დაარტყა და ბურთი ალექს სანდროს მოხვდა, რის შედეგადაც კარში აღმოჩნდა. „ატალანტამ“ „იუვენტუსს“ 20 წლის შემდეგ პირველად მოუგო.
„იუვენტუსს“ 62 ქულა აქვს და „ნაპოლის“ მხოლოდ 3 ქულით უსწრებს, თუმცა თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.
„ატალანტა“ – „იუვენტუსი“ 1:0 (0:0)
ბერგამო, „გევის სთედიუმი“
„ატალანტა“ (3-4-1-2): გოლინი; ტოლოი, პალომინო, ჯიმსიტი; მაელე (მალინოვსკი 72), დე რუნი, ფროილერი, გოსენსი; პესინა (პაშალიჩი 46); მურიელი (ილიჩიჩი 69), ძაპატა
მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი
„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; კუადრადო, დე ლიხტი, კიელინი, ალექს სანდრო; მაკკენი (არტური 77), ბენტანკური, რაბიო, კიეზა (დანილო 58); დიბალა (კულუშევსკი 68), მორატა
მწვრთნელი: ანდრეა პირლო
გოლი: 1:0 მალინოვსკი (87)
გაფრთხილება: გოსენსი (78), მალინოვსკი (79), ჯიმსიტი (82) – ბონუჩი (74)
სტატისიტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (2) – 12 (3) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 3:8 თამაშგარე: 0:0
მსაჯი: დანიელე ორსატო