ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ Sky Sport-თან საუბარში განაცხადა, რომ სხვა გუნდის მაისურით ევროპის კონტინენტზე არ ითამაშებს.
„სანაკრებო პაუზის დროს ისე წარმოჩინდა, რომ ჩემი და ბუფონის კონტრაქტის განახლება პრობლემა იყო, მაგრამ ასე არ არის. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ პრობლემა და არც ვიქნებით.
პატივისცემის მიუხედავად, იტალიასა და ევროპაში სხვა გუნდის მაისურით არასდროს ვითამაშეთ, ეს ფანტაზიის სფეროა. ეს არ არის აქტუალური, ახლა ჩვენ ყველანი კონცენტრირებული ვართ ძაპატაზე, მურიელსა და მალინოვსკიზე („ატალანტას“ ფეხბურთელები). ყველაფერი დანარჩენი ახლა მეორეხარისხოვანია“, – თქვა კიელინიმ.
შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინი „იუვენტუსის“ ღირსებას 2005 წლიდან იცავს და გუნდთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება, რომელსაც გაახანგრძლივებს თუ არა, უცნობია.