ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 31-ე ტურში ბერგამოს „ატალანტასთან“ 0:1 დამარცხდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.
შჩესნი 6 – ბოლო წუთებამდე საქმე არ ჰქონია, შემდეგ მალინოვსკის რთული ჯარიმა აუღო, გოლის დრო კი არაფერი შეეძლო.
კუადრადო 6.5 – გუნდის ყველა შეტევა მისგან იწყებოდა.
დე ლიხტი 6.5 – ძაპატას და მურიელს პრაქტიკულად არაფრის გაკეთების შესაძლებლობა არ მისცა.
კიელინი 6.5 – „ატალანტას“ შემტევებთან ისიც კარგად თამაშობდა.
ალექს სანდრო 6 – მაელე კარგად გაანეიტრალა, გოლის მომენტში კი არ გაუმართლა.
მაკკენი 6 – ცდილობდა მეტოქის დაცვის კონცენტრაცია დაერღვია, მაგრამ შემდეგ დაიღალა.
არტური შ.გ – ბრაზილიელმა ბოლო წუთი ითამაშა.
ბენტანკური 6 – განსაკუთრები ეფექტებისა და შეცდომების გარეშე ითამაშა.
რაბიო 5.5 – მან კიდევ ერთხელ ჩააგდო თამაში.
კიეზა 5.5 – მეტოქის საჯარიმოში ბურთი მოიპარა და მორატას პასი გაუკეთა. ის „ნაპოლისთან“ მატჩის შემდეგ ვეღარ ბრწყინავს და ბოლოს ტრავმის გამოც შეცვალეს.
დანილო 6 – თამაშში შეცვლაზე ჩაერთო და თავის ზონაში შეცდომა არ ჰქონია.
დიბალა 5.5 – კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ „ატალანტას“ გავლენის ქვეშ მოექცა.
კულუშევსკი 5.5 – მას შეეძლო გუნდის თამაში და სიჩქარე შეეცვალა, მაგრამ ვერ შეძლო.
მორატა 5 – ბევრს დარბოდა, ხშირად უსაქმოდ იყო. გუნდის ერთადერთი რეალური საგოლე მომენტი მან გაანიავა.
პირლო 5.5 – რონალდუმ ტრავმა მიიღო, დანილოს ძირითადში თამაში არ შეეძლო, შემდეგ კიეზაც დაშავდა. მაგრამ „ატალანტასთან“ ვნახეთ კომპაქტური „იუვე“, თუმცა ძალიან ცუდი მოედნის ბოლო 30 მეტრში. ჩემპიონთა ლიგის ზონა ისევ საფრთხის ქვეშაა, მაგრამ ამჯერად მწვრთნელის დანაშაული არ იკვეთება.