ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ კარლო ანჩელოტიმ მის კარიერაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა.
„სკალა ყველაზე სერიოზული გახლდათ, მამასავით ვუყურებდი. ანჩელოტი კი არის მწვრთნელი, რომლის წინაშე ყველაზე მეტი ვალდებულება მაქვს. სკალამ ძალიან ახალგაზრდულ ასაკში დებიუტის შესაძლებლობა მომცა, მაგრამ კარლომ უფრო დიდი საქმე გამიკეთა. გუნდში მოსვლიდან ორ თვეში ლუკა ბუჩიზე წინ დამაყენა, რომელიც იმ დროს იტალიის ნაკრების მეკარე იყო. სეზონის დაწყებიდან 5-6 თამაშის შემდეგ ძირითადის მეკარე გავხდი და ეს იყო ჩემი კურთხევა“, – თქვა ბუფონმა.
შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტი „პარმას“ 1996-1998 წლებში წვრთნიდა და სწორედ მაშინ (1996 წლის შემოდგომიდან) გახდა 18 წლის ბუფონი პარმეზანელთა სასტარტო შემადგენლობის წევრი.