მთავარი / სიახლეები / რობერტო ბაჯოს ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ

რობერტო ბაჯოს ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ

ლეგენდარული რობერტო ბაჯო ყურადღების ცენტში ყოფნის მოყვარული არაა და ამიტომაც, იშვიათია, რომ მედიის წარმომადგენლებს ინტერვიუ მისცეს. რობიმ დიდი ხნის დუმილი დაარღვია და Corriere Dello Sport-თან ვრლად ისაუბრა.

რობერტომ განვლილი პერიოდი გაიხსენა და გარდა ამისა, აწმყოზეც ისაუბრა:

ტრავმები და რისკები – ფლორენციასთან ურთიერთობა სწორედ სერიოზული ტრავმის შემდეგ დაიბადა. ორი სეზონი ნათამაშები არ მქონდა, მაგრამ ხალხი ყოველთვის მეკითხებოდა როგორ ვიყავი და კარგს მისურვებდა. მესამე წელს მოედანზე დავბრუნდი, მეოთხე-მეხუთე წელს კი გულშემატკივრების წინაშე ვალდებულებას ვგრძნობდი. ფლორენციასთან ღრმა, იშვიათი კავშირი შეიქმნა, სწორედ ამიტომ ავიღე ხელში ის შარფი („ფიორენტინას“ შარფი ესროლეს, როდესაც პირველად დაბრუნდა ფლორენციაში მეტოქის რანგში და ხელში აიღო – რედ).

ფლორენციიდან წასვლა – საკმარისი იყო იმის თქმა, რომ მათ გეგმებში არ ვჯდებოდი და მაშინვე გამყიდეს. მე წასვლა არ მინდოდა. სამწუხაროდ ქალაქში სამი დღე პრაქტიკულად პარტიზანული ომი იყო, მე კი თავს დამნაშავედ ვგრძნობდი.

ოქროს ბურთი – არ ველოდებოდი, რადგან იმ პერიოდში „იუვე“ დიდი „მილანის“ ჩრდილში იყო, მაგრამ უეფას თასის მოგება მოვახერხეთ.

„მილანი“ – „როსონერიში“ მომეცა შესაძლებლობა მომეგო სკუდეტო და მეთამაშა ისეთ ჩემპიონებთან ერთად როგორებიც ვეა, სავიჩევიჩი და ბობანი იყვნენ.

„ბოლონია“ – მივხვდი, რომ „მილანში“ ვრისკავდი და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ მექნებოდა. საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლა მსურდა და ეს გიჟური გამოწვევა ავირჩიე. ბოლონიაში აღმოვაჩინე ფანტასტიკური ქალაქი და ძალიან ბედნიერი ვიყავი.

„ინტერი“ – ჯერ კიდევ 1998 წლის იანვარში უნდოდათ ჩემი წაყვაა, მაგრამ ჩავთვალე, რომ „ბოლონიას“ დატოვება მისვლიდან სამ თვეში გულშემატკივართა უპატივცემულობა და ღალატი იქნებოდა. ამიტომ, დაველოდე სეზონის დასრულებას და შემდეგ გავაკეთე ეს არჩევანი, რამაც ჩემი ოჯახის ინტერისტა წევრები გაახარა. განსაკუთრებული ორი წელი იყო.

ლიპისთან ურთიერთობა – მე ყოველთვის ცოტას ვაკეთებდი, რომ ვინმეზე ან მწვრთნელებზე წინ დავმდგარიყავი. გუნდისთვის უკეთესზე ვფიქრობდი, მაგრამ მწვრთნელებთან პრობლემები მქონდა, რადგან ხალხს ვუყვარდი. ლიპისთან და საკისთან კარგი ურთიერთობა მქონდა, თუმცა შემდეგ მცირე უთანხმოება ჩამოვარდა.

„ბრეშა“ – ვეძებდი გუნდს, რომელიც სახლთან ახლოს იქნებოდა. „ვიჩენცა“ იმ დროს სერია A-ში იყო, მაგრამ ჩემი წაყვანა არ მოინდომეს. ერთ საღამოს მაცონემ დამირეკა და „ბრეშაში“ გადასვლა შემომთავაზა. სახლათ ახლოს იყო და ამიტომ დავთანხმდი. სწორედ იმ დღეს დაიბადა „ბრეშას“ ზღაპრული ამბავი.

პასადენაში გაცუდებული პენალტი – კარიერაში სხვა პენალტებიც გამიფუჭებია, მაგრამ მგონი ეს იყო ერთადერთი, რომელიც კარს ზემოდან გადავაცილე. ერთი პენალტით უკვე ვაგებდით, მაგრამ ჩემი შეცდომა იყო გადატრიალება. ბავშვობაში ვოცნებობდი იტალია ბრაზილიის ფინალზე, რომელსაც ჩემი გოლით ვიგებდით. პასადენას მსგავსი ეპილოგი კი არასდროს წარმომედგინა, დღესაც დაძინების წინ თავს მახსენებს…

ნაკრებში უფრო მეტი ტკივილი, ვიდრე სიხარული – ამ მაისურის ჩაცმა განსაკუთრებული და დაუჯერებელია. ყველაფერს ვაკეთებდი, განსაკუთრებით აშშ-ში გაცუდებული პენალტის შემდეგ. ჩემში შურისძიების გრძნობა იყო.

2002 წლის მუნდიალს მიღმა დარჩენა – ტურნირის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ განაცხადი 22 ფეხბურთელიდან 23-მდე გაიზარდა, რადგან ფიფა თვლიდა, რომ ამ გზით მეც და რონალდოც ჩემპიონატზე მოვხვდებოდით. თუმცა, ტრაპატონიმ სახლში დამტოვა. ეს იყო ჭრილობა, რომლის დარი მხოლოდ პასადენაში განვიცადე. შესაძლოა ამპარტავნული მოსაზრებაა, მაგრამ არ მაინტერესებს. იმ მუნდიალზე გუნდში ყოფნას ვიმსახურებდი. ჩემს ფიზიკურ მდგომარეობაზე ეჭვი ეპარებოდათ, რადგან უმძიმესი ტრავმის შემდეგ მხოლოდ 77 დღის დაბრუნებული ვიყავი. რომც არ მეთამაშა, სახლში დარჩენას არ ვიმსახურებდი.

ფეხბურში დაბრუნება – არ მინდა ამ ფეხბურთში დაბრუნება, უბრალო ცხოვრება მაქვს და ეს მომწონს.

მატჩების ტელევიზორში ყურება – დიახ, ვუყურებ. სიამოვნებით ვითამაშებდი თანამედროვე ფეხბურთში, არსებობს წესები, რომლებიც მანამდე არ არსებობდა. 9-დან 15 მეტრიანი ბარიერის ფონზე რამდენ ჯარიმას გაიტანდნენ პლატინი და ზიკო… ყვითელი ბარათების სიმკაცრე ჩემთვის გარკვეული შვება იქნებოდა.

საუკეთესო იტალიელი ტალანტები – სენსი და ბარელა. კიეზა ფენომენია, ისევე, როგორც ტონალი.

მოქმედი მწვრთნელებიდან ყველაზე სასურველი – კონტესთან სიამოვნებით ვიმუშავებდი. მას ვიცნობ და უმნიშვნელოვანესი თვისებები აქვს. მწვრთნელის სამუშაო მისთვის შესაფერისია, რადგან ფეხბურთით ცხოვრობს.

მანჩინი – იტალიის ნაკრების ჩაბარებით რთული გამოწვევა მიიღო და დაეხმარა განვითარებაში. მართლაც კარგად მუშაობს.

პიოლი „მილანში“ – ყველაფერი აქვს, რომ ამ სტიუაციიდან გუნდი გამოიყვანოს.

რასიზმი ფეხბურთში – რასიზმის პრობლემა ყოველთვის არსებობდა, ახლა კი, სოციალური მედიის საშუალებით გაძლიერდა. ეს განათლების საკითხია.

გვარდიოლა – ჩვენი ერთიერთობა „ბრეშაში“ დაიბადა და წლების განმავლობაში გამყარდა. ძალიან უბრალო და არაჩვეულებრივი ადამიანია. პეპი ფეხბურთით დღეში 25 საათი ცხოვრობს. როდესაც ტრავმის შემდეგ დავბრუნდი, კაპიტნის სამკლავური გადმომცა, ეს ჟესტი არასდროს დამავიწყდება.

დიბალა – შესანიშნავი თვისებები აქვს, მაგრამ სამწუხაროდ, ვინც ამ პოზიციაზე თამაშობს, ყოველთვის იწვევს დისკუსიას.

სარი – ყოველთვის კარგად მუშაობდა, მათ შორის პატარა გუნდებშიც. მისი „ნაპოლი“ იტალიაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობდა. „იუვე“ კი მასთან ერთად ძალიან კარგად ათამაშდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …