ტურინის „იუვენტუსი“ ლონდონის „ტოტენჰემის“ ნახევარმცველის, კრისტიან ერიკსენით სერიოზულ ინტერესს ავლენს. Le10Sport-ის ცნობით, ტურინელებს დანიელის იტალიაშ ხილვა იანვარშივე სურთ და მზად არიან ტრანსფერში ადრიენ რაბიო ჩართონ.
ფრანგი „იუვეს“ ზაფხულში შეუერთდა, მაგრამ ამ დრომდე გუნდს ვერ მოერგო და მაურიციო სარი ძირითად შემადგენლობაში პრაქტიკულად არ ათამაშებს.
ერიკსენის სანაცვლოდ კი, „იუვენტუსს“ რაბიოსთან ერთად ზამთარში გარკვეული თანხის დამატებაც მოუწევს.
არსებობს მეორე გზაც – ზაფხულამდე მოცდა და დანიელისთვის ბრძოლა, როგორც თავისუფალი აგენტის სტატუსისთვის, რადგან სკანდინავიელს „მამლებთან“ კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისს ეწურება.