მთავარი / სიახლეები / დე ლიხტი: “შარშანდელთან შედარებით ნაკლები ნდობა მაქვს”

დე ლიხტი: “შარშანდელთან შედარებით ნაკლები ნდობა მაქვს”

მატიას დე ლიხტმა სანაკრებო პაუზა დაასრულა და ტურინში ბრუნდება. ბელარუსთან მატჩის შემდეგ კი, 20 ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა.

„ვიცი, რომ საუკეთესო ფორმაში ჯერ კიდევ არ ვარ. რაც უფრო მეტს ვითამაშებ, მით უფრო მეტად შევალ ფორმაში. ამისთვის ბევრს ვმუშაობ და ვცდილობ ჩემი თანაგუნდელებისგან საუკეთესო ვისწავლო.

„აიაქსში“ თავს უძლეველად ვრგძნობდი, ახლა უფრო ნაკლებად, მაგრამ ეს ბუნებრივია. შარშანდელთან შედარებით ცოტა ნაკლები ნდობა მაქვს. თუმცა მესმის, რომ ახალ გუნდში ვარ, ახალი მეთოდით და ახალ თანაგუნდელებთან ვთამაშობ. ჩემთვის ყველაფერი სიახლეა, „აიაქსთან“ შედარებით ნაკლებად ნაცნობ სიტუაციაში ვარ, მაგრამ დრო და დრო, ყველაფერი უმჯობესდება.

დიახ, მიმდინარე სეზონში არც „იუვე“ დამარცხებულა და არც ჰოლანდიის ნაკრები, ბედნიერი ვარ“, – განაცხადა დე ლიხტმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …