ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ იანვარში ფეხბურთელების დამატება გამორიცხა, მათ შორის ივან რაკიტიჩის, რომელსაც ტურინელებს აქტიურად უკავშირებენ.
გარდა ამისა, პარატიჩიმ თქვა, რომ კრიშტიანუ რონალდუ მინიმუმ 2021 წლის ზაფხულამდე „იუვენტუსში“ დარჩება.
„რაკიტიჩი? ჩვენი შემადგენლობა უკვე დაკომპლექტებულია და მიგვაჩნია, რომ ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესია. კმაყოფილები ვართ ჩვენი შემადგენლობით და ზამთარში ფლანგის მცველის შეძენასაც გამოვრიცხავ.
მანჯუკიჩი? შევარჩიეთ პერიოდი, რომ მას მშვიდად გაეკეთებინა არჩევანი. ყატარში წასვლა რ მოინდომა და ჩვენთან დარჩა, ახლა ვნახოთ რა მოხდება იანვარში.
კრიშტიანუ რონალდუ? ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ჩვენ ბედნიერი ვართ მისით, ისევე როგორც თავადაც ბედნიერია ჩვენთან. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენს გუნდში მინიმუმ მომდევნო სეზონის ბოლომდე ითამაშებს“, – აღნიშნა პარატიჩიმ.