მთავარი / თეგის არქივი: ივან რაკიტიჩი

თეგის არქივი: ივან რაკიტიჩი

რაკიტიჩი: “რონალდუმ დამირეკა და “იუვეში” გადასვლა მთხოვა”

ესპანური „სევილიას“ ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა ორი წლის წინანდელი ზაფხული გაიხსენა და თქვა, რომ „იუვენტუსთან“ ახლოს იყო. ხორვატი ფეხბურთელის განცხადებით, მას კრიშტიანუ რონალდუც ელაპარაკა. „2019 წლის ზაფხულში კრიშტიანუმ პირადად დამირეკა და მითხრა, რომ „იუვეში“ გადავსულიყავი. მითხრა ისიც, რომ კლუბს უნდოდა ჩემი დამატება, მაგრამ ოპერაციამ წარმატებით არ ჩაიარა. „ბარსელონამ“ ძალიან ბევრი 50 …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” “ბარსელონასგან” პირველი წინადადება დაბლოკა

ტურინის „იუვენტუსმა“ „ბარსელონას“ პირველი წინადადება უარყო. იტალიური მედიის ინფორმაციით, კატალონელებმა „იუვეს“ ფედერიკო ბერნარდესკის სანაცვლოდ ივან რაკიტიჩი და 10 მილიონი ევრო შესთავაზეს, რაზეც უაღი მიიღეს. „იუვენტუსის“ სურვილია, რომ რაკიტიჩთან ერთად მინიმუმ 20 მილიონი ევრო გამოიმუშავონ. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება. ბერნარდესკის „იუვენტუსში“ სათამაშო დრო აღარ ეძლევა და ფეხბურთელსაც გუნდის დატოვება უნდა, რადგან …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” და “ბარსა” ბერნარდესკი-რაკიტიჩის ბარტერზე მუშაობას აგრძელებენ

ტურინის „იუვენტუსი“ და კატალონიის „ბარსელონა“ ფედერიკო ბერნარდესკისა და ივან რაკიტიჩის ბარტერტზე მუშაობას აგრძელებენ. Sky Sport-ის ცნობით, კატალონელთა პირველი შეთავაზება ტურინელებმა უარყვეს, რადგან ძალიან დაბალ წინადადებად იქნა მიჩნეული. ახლა მხარეები კონტაქტზე რჩებიან და სწორედ წინადადების გაუმჯობესების საკიტხზე მუშაობენ. მიუხედავად იმისა, რომ დეიან კულუსევსკის ყიდვის შემდეგ ფაბიო პარატიჩიმ სატრანსფერო ფანჯარა გუნდისთვის დახურულად …

სრულად წაკითხვა »

პარატიჩი: “ბერნარდესკი-რაკიტიჩი? არავითარი კონკრეტული ინტერესი არაა”

ბოლო დღეებში ძალიან აქტუალურია ფედერიკო ბერნარდესკისა და ივან რაკიტიჩის შესაძლო ბარტერი. ამის შესახებ ფაბიო პარატიჩიმ კომენტარი გააკეთა, ინფორმაცია არ უარყო, მაგრამ არც დაადასტურა. „კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ ანასტაზის ოჯახს, რომელიც არამხოლოდ „იუვეს“, არამედ მთელი იტალიის ფეხბურთელი იყო. დიდი ჩემპიონი იყო. მათეუს პერეირასა და მარკესის გაცვლა „ბარსელონასთან“? დიახ, ჩვენ ვსაუბრობთ ესპანურ გუნდთან …

სრულად წაკითხვა »

იუვენტუსის ხელმძღვანელეობა ბერნარდესკის აგენტს ესაუბრა

იუვენტუსის ხელმძღვანელეობა ბერნარდესკის აგენტს ესაუბრა

ტურინის იუვენტუსის ხელმძღვანელობა ფედერიკო ბერნარდესკის წარმომადგენელს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით მხარეებმა ბერნარდესკის მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ ისაუბრეს. იუვე მზად არის ფედერიკო ბარსელონაში გაუშვას მის ნაცვლად კი ტურინელთა რიგებს ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი შეუერთდება. მიმდინარე სეზონში იტალიელმა თავდამსხმელმა ბებერი ქალბატონის მაისურით 19 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა …

სრულად წაკითხვა »

ბერნარდესკი-რაკიტიჩის ბარტერი ისევ აქტუალურია

ზაფხულის შემდეგ სიტუაცია ისევ მეორდება: „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ ივან რაკიტიჩისა და ფედერიკო ბერნარდესკის ბარტერის საკითხს მიუბრუნდნენ. As-ის ინფორმაციით, მხარეებმა აღნიშნულ საკითხზე სერიოზულად ფიქრობენ და და კონტაქტზეც იმყოფებიან. თუმცა, სიტუაციას კვლავაც ის ფაქტი ართულებს, რომ „იუვენტუსი“ ბერნარდესკის უფრო ძვირად აფასებს, ვიდრე რაკიტიჩში სურს თანხის გადახდა. ზაფხულში გარიგება სწორედ ამიტომ ჩაიშალა, „იუვემ“ …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” იანვარში მუნიეს ყიდვას გეგმავს

ტურინის „იუვენტუსი“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ტომას მუნიეს გადაბირებას ეცდება. ბელგიელი იანვარში „ბებერი სინიორას“ მთავარი სამიზნეა. სარის სურვილია, რომ დაცვის მარჯვენა ფლანგი გააძლიეროს, რომ ხუან კუადრადო ისევ შეტევას დაუბრუნოს. იტალიაში გადაბარგების წინააღმდეგი არც მუნიე გახლვათ და პსჟ-ც არ გამორიცხავს მის გასხვისებას. თავის მხრივ, ემრე ჯანი ტურინის დატოვების მთავარი კანდიდატია. გერმანელის თამაშით …

სრულად წაკითხვა »

პარატიჩი: “რაკიტიჩი არ გვაინტერესებს”

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ იანვრის სატრანსფერო პერიოდში ივან რაკიტიჩის ტრანსფერი გამორიცხა. მისი განცხადებით, ხორვატი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ტურინში მისით დაინტერესებულნი არ არიან. „ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავს და ამ ეტაპზე არ ვაპირებთ შემადგენლობის გაძლიერებას. ყველა რგოლში კარგად ვართ დაკომპლექტებულები. რაკიტიჩი დიდი ფეხბურთელია, მაგრამ ამ ეტაპზე არ გვაინტერესებს. დე ლიხტი? …

სრულად წაკითხვა »

რაკიტიჩმა “იუვენტუსი” აირჩია

ივან რაკიტიჩი „ბარსელონას“ ტოვებს. Sport-ის ინფორმაციით, ხორვატი უკმაყოფილოა კლუბში თავისი როლით და მცირე სათამაშო პრაქტიკით. წყარო იმასაც წერს, რომ რაკიტიჩმა უკვე გააკეთა არჩევანი და ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლა იანვარში სურს. ახლა ყველაფერი გუნდებზეა დამოკიდებული. „ბარსელონა“ 35 მილიონ ევროს ითხოვს და ამიტომ, შესაძლოა გარიგებაში ემრე ჯანიც ჩართონ, რომლის მიმართ ესპანური გუნდი დაინტერესებულია. …

სრულად წაკითხვა »

პარატიჩი: “ჩვენი შემადგენლობა დაკომპლექტებულია და ზამთარში არავის დავიმატებთ”

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ იანვარში ფეხბურთელების დამატება გამორიცხა, მათ შორის ივან რაკიტიჩის, რომელსაც ტურინელებს აქტიურად უკავშირებენ. გარდა ამისა, პარატიჩიმ თქვა, რომ კრიშტიანუ რონალდუ მინიმუმ 2021 წლის ზაფხულამდე „იუვენტუსში“ დარჩება. „რაკიტიჩი? ჩვენი შემადგენლობა უკვე დაკომპლექტებულია და მიგვაჩნია, რომ ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესია. კმაყოფილები ვართ ჩვენი შემადგენლობით და ზამთარში ფლანგის მცველის …

სრულად წაკითხვა »