ტურინის „იუვენტუსი“ და კატალონიის „ბარსელონა“ ფედერიკო ბერნარდესკისა და ივან რაკიტიჩის ბარტერტზე მუშაობას აგრძელებენ.
Sky Sport-ის ცნობით, კატალონელთა პირველი შეთავაზება ტურინელებმა უარყვეს, რადგან ძალიან დაბალ წინადადებად იქნა მიჩნეული. ახლა მხარეები კონტაქტზე რჩებიან და სწორედ წინადადების გაუმჯობესების საკიტხზე მუშაობენ.
მიუხედავად იმისა, რომ დეიან კულუსევსკის ყიდვის შემდეგ ფაბიო პარატიჩიმ სატრანსფერო ფანჯარა გუნდისთვის დახურულად გამოაცხადა, როგორც ჩანს, ნახევარდაცვის გაძლიერების საჭიროებამ კლუბს იდეა შეაცვლევინა.
ჯერჯერობით, იტალიელისა და ხორვატის გაცვლა გამორიცხული არაა და წესით ყველაფერი უახლოეს დღეებში უნდა გახდეს ცნობილი.