ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა Tuttosport-თან ისაუბრა და განაცხადა, რომ საკუთარ შეცდომებზე თავადაც გაბრაზდებოდა „იუვენტუსის“ გულშემატკივრების ადგილზე რომ ყოფილიყო.
ჰოლანდიელის განცხადებით, კიელინი რჩევებს აძლევს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მისგან გონებით თამაშის რჩევა იყო.
„ეს ნორმალურია, ყველაფერი ნორმალურია. მე, რომ „იუვენტუსის“ გულშემატკივრების ადგილზე ვყოფილიყავი, მეც გავბრაზდებოდი იმ შეცდომებზე, რომლებიც დავუშვი. მაგრამ, როგორც ფეხბურთელი, ვფიქრობ, ეს არის შეცდომები, რომლებიც არ უნდა მაინტერესებდეს. მე უბრალოდ უნდა ვიფიქრო მუშოაბაზე, საკუთარი თავის დახვეწაზე, პროგრესზე. დარწმუნებული ვარ, რომ კმაყოფილი ვარ ჩემი განვლილი 6 თვით და მჯერა, რომ თამაშიდან თამაშამდე ვუმატებ.
კიელინისთან ვისაუბრე, ზოგჯერ იმპულსური ვარ და მან მითხრა, რომ გონებით უნდა მეთამაშა. ბონუჩისგანაც ბევრს ვსწავლობ, ეს ჩემთვის პატივია. ყველა თანაგუნდელისგან ბევრის სწავლა შემიძლია, ნამდვილად საოცარი გუნდია. ვიცი, რომ ყველას აქვს ჩემი დახმარების სურვილი.
რონალდუ? ჩვენ მას კარგად ვიცნობთ. წარმოუდგენელი მოთამაშეა. მახსოვს, რომ რამდენიმე თვის წინ ძალიან აკრიტიკებდნენ, მაგრამ მან შეძლო ყველას გაჩუმება. არცთუ ისე კარგი მომენტიდან გამოვიდა და ახლა ადასტურებს, რომ საოცარი ფეხბურთელია. ძალიან ბედნიერი ვარ კრიშტიანუს გამო“, – თქვა დე ლიხტმა.