მთავარი / სიახლეები / “ევერტონის” წინადადება ემრე ჯანის სანაცვლოდ ცნობილია

“ევერტონის” წინადადება ემრე ჯანის სანაცვლოდ ცნობილია

ემრე ჯანს „იუვენტუსის“ დატოვება უნდა. გერმანელი ნახევარმცველის სათამაშო მკვეთრად შეზღუდულია და მაურიციო სარი აზრის შეცვლას არც აპირებს.

ფეხბურთელს კი, ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე თამაში უნდა და ამისთვის მუდმივი სათამაშ პრაქტიკა ექნება, რასაც ტურინში უკვე დანამდვილებით ვერ მიიღებს. ემრეს გადაბირება ყველაზე მეტად „ევერტონს“ უნდა.

Mirror-ის ცნობით, კარლო ანჩელოტი პირადადაა ტრანსფერით დაინტერესებული და მერსისაიდელები მზად არიან „იუვეს“ 35 მილიონი ევრო გადაუხადონ. იმის გათვალისწინებით, რომ გერმანელი 2018 წლის ზაფხულში ტურინში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, ეს წინადადება შავ-თეთრებისთვის მიმზიდველი უნდა იყოს.

მითუფრო, რომ მაურიციო სარიმ უკვე ნათლად მიანიშნა გუნდის ხელმძღვანელობა, რომ ემრე მის გეგმებში არ ჯდება და შესაბამისად, გუნდიდან მისი გაშვების პორბლემას ვერ ხედავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …