ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ალექს სანდრომ „პარმასთან“ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მოედანი პირველივე ტაიმში დატოვა. მისი თამაში „რომასთან“ სათასო მატჩში საეჭვოა.
ბრაზილიელს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც ნეკნის მოტეხილობა გამორიცხა. თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაკვირვება ყოველდღიურად უნდა მოხდეს.
გარდა ამისა, გუშინდელი ვარჯიში გაუცდა ხუან კუადრადოს, რადგან გრიპი აქვს. კოლუმბიელის თამაშის საკითხი ხვალინდელ დაპირისპირებაში ჯერჯერობით ღიაა.