მთავარი / სიახლეები / “იუვე” ტონალის შესაძენად მუშაობა უკვე დაიწყო

“იუვე” ტონალის შესაძენად მუშაობა უკვე დაიწყო

ტურინის „იუვენტუსი“ „ბრეშას“ ნახევარმცველ სანდრო ტონალიზე სერიოზულად ფიქრობს. იტალიური მედიის ცნობით, მასიმო ჩელინოს მოთხოვილი 50 მილიონი ევრო ფაბიო პარატიჩის არ აშინებს და მზადაა ზაფხულში ეს თანხა გაიღოს.

ფეხბურთელისთვის ბრძოლაში „იუვენტუსის“ მთავარი კონკურენტი მილანის „ინტერია“, მაგრამ როგორც დეიან კულუსევსკის შემთხვევაში ტურინელები მზად არიან მილანელებს დაასწრონ.

როგორც ადგილობრივი გამოცემები წერენ, ტონალი ზაფხულში „იუვეს“ ცხელი სამიზნე იქნება და მის ხელში ჩასაგდებად სამუშაოები უკვე დაწყებული აქვს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …