ტურინის „იუვენტუსი“ მარკო პიაცას კიდევ ერთხელ გაანათხოვრებს. ხორვატი ფეხბურთელი ძალიან ახლოსაა „კალიარისთან“, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა.
პიაცა სარდინიაზე მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით დარჩება და სათამაშო პრაქტიკის მიღებას ეცდება.
მარკო „იუვენტუსმა“ 2016 წლის ზაფხულში ზაგრების „დინამოდან“ 23 მილიონ ევროდ შეიძინა და მასზე დიდ იმედსაც ამყარებდნენ. ხორვატმა „იუვეს“ რიგებში სადებიუტო გლი 2017 წლის თებერვალში ჩემპიონთა ლიგაზე „პორტუსთან“ გაიტანა, მაგრამ ეს ერთადერთი გოლია დღემდე „იუვეს“ მაისურით.
იმავე წლის 28 მარტს, ხორვატიისა და ესტონეთის შეხვედრაში უმძიმესი ტრავმა მიიღო და ფეხბურთს 8 თვით ჩამოშორდა. შემდგომ „იუვენტუსმა“ ჯერ „შალკეში“, მერე „ფიორენტინაში“ გაანათხოვრა და ისევ დაშავდა.
მიმდინარე სეზონში პიაცამ „იუვენტუსის“ ღირსება ერთადერთხელ, „უდინეზესთან“ სათასო დაპირისპირებაში დაიცვა.