დუგლას კოშტამ შესაძლოა „იუვენტუსი“ მიმდინარე თვეში დატოვოს და კარიერა მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელოს. Bild-ის ინფორმაციით, „რეკორდმაისტერს“ ბრაზილიელის დაბრუნება 6-თვიანი იჯარით სურს.
ტურინელთა პასუხი უცნობია, მაგრამ კოშტას „იუვეში“ სათამაშო პრაქტიკა შეზღუდული აქვს, რამაც შესაძლოა ტრანსფერის ალბათობა გაზარდოს.
დუგლას მიუნხენურ გრანდში ადრეც თამაშობდა და 2017 წელს „იუვენტუსს“ სწორედ გერმანული გუნდიდან შეუერთდა.