ფრანგული „ლიონის“ დირექტორი ჟუნინიო „იუვენტუსთან“ მატჩების წინ იმედიანადაა განწყობილი. ბრაზილიელის განცხადებით, მის გუნდს ტურინული გრანდის დამარცხება შეუძლია.
„ვიცით, რომ უნდა ვითამაშოთ „იუვენტუსის“ წინააღმდეგ, რომელიც ძალიან ძლიერი გუნდია და ამ დაპირისპირების ფავორიტია. მაგრამ არასდროს იცი რა მოხდება, სწორედ ამის იმედი გვაქვს და „ლიონს“ შეუძლია ამ ბარიერის გავლა“, – განაცხადა ჟუნიონიომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ლიონის“ მატჩები 27 თებერვალსა და 17 მარტს გაიმართება.